ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

1 224

თითოეულ ჩვენგანს განუცდია შიში. გამუდმებით რაღაცის გვეშინია, ზოგჯერ გაურკვეველი მომავლის, წარუმატებლობის, მიუღებლობის, დაცინვის, ავადმყოფობის, სიკვდილის და უამრავი ჯერ არმომხდარი უბედურების შიშით ვცხოვრობთ.

შიში ხშირად გვაიძულებს უმოქმედონი დავრჩეთ მაშინ, როცა მოქმედება აუცილებელია. თითქოს უმოქმედობა აგვაცილებს მოსალოდნელ უბედურებას, მაგრამ მოგვიანებით ვხვდებით, რომ გაუბედაობამ უბრალოდ დრო და წარმატების შანსი დაგვაკარგვინა.

ბიბლია ამბობს, რომ არ მიგვიღია შიშის სული, არამედ სიმამაცის და გაბედულების. თუ ფიქრობ, რომ უმოქმედობა გამოსავალია, თუ გგონია, რომ ჩრდილში დარჩენით ნაკლებ პრობლემას შეეჯახები, თუ გამუდმებით საკუთარი და გარშემომყოფების ცხოვრების კონტროლსა და უსაფრთხოებაზე ფიქრობ, უბრალოდ მოდუნდი, აიღე ხელში უფლის სიტყვა, რომელიც არის სულის მახვილი და გაიმარჯვე ყოველგვარ შიშზე, განდევნე ის უფლის სიტყვის სინათლით შენი ცხოვრებიდან და გახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი უკუნისამდე.

„რადგანაც ღმერთმა შიშის სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერის.“ (2 ტიმ. 1:7)

„ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.“ (ესაია 41:10)

„უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი – ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლის – ვისგან შევძრწუნდე?“ (ფსალმუნი 26:1)

„ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება.” (იგავნი 29:25)

„შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.“ (ფსალმუნი 22:4)

„გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს.“ (მეორე რჯული 31:6)

„უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?“ (ფსალმუნი 117:6)

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan