ბიბლიური ციტატები, რომლებიც გაგამხნევებთ ავადმყოფობასთან ბრძოლისას

229

როდესაც საქმე ავადმყოფობას ეხება, იქნება ეს საკუთარი თუ ოჯახის წევრის, ყოველთვის რთულია მასთან ბრძოლისას რწმენის შენარჩუნება, რადგან ხშირად ჩვენ ჩვენს უძლურებებს ვუყურებთ და ის, რასაც ვხედავთ, ცდილობს დაანგრიოს ჩვენი რწმენა, რომელიც უხილავია. წარმოგიდგენთ 7 ბიბლიურ ციტატას, რომელიც გაგამხნევებთ და მოგცემთ ძალას ავადმყოფობის დროს, რათა ებრძოლოთ არსებულ რეალობას და არ დანებდეთ. გახსოვდეთ, რომ ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია.

“მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ დასჯილი და დამცირებული. მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენი ცოდვების გამო, და ტანჯული ჩვენი უკეთურების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.”

ესაია 53:4–5

“ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას.”

იოანეს სახარება 16:33

“და მითხრა: ‘საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.’ ამიტომ უფრო ხალისით დავიქადნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის; რადგან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.”

მე-2 კორინთელთა 12:9–10

“შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი. არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე. რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა.”

იგავები 4:20–22

“უფალო, ღმერთო ჩემო, მოგიხმე და შენ განმკურნე მე.”

ფსალმუნი 29:2

“განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.”

ფსალმუნი 146:3

“აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას.”

იაკობის 5:16

ჩატვირთვა...