ლიზა ბევირი – კონკურენციის გარეშე (წიგნი)

232

იმას, რომ ჩვენ სხვა ადამიანებს მეტოქეებად მივიჩნევთ და საკუთარი თავის ლიმიტირებას ვახდენთ მათთან შედარებისა და შეჯიბრების მეშვეობით, თავისი მიზეზი აქვს. ჩვენ გვყავს მტერი, რომელიც უტევს ჩვენს გონებას, ნებასა და ემოციებს იმ იმედით, რომ ჩვენ თავს დავესხმით როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც. ეს არის ციკლი, რომელიც ჩვენს იზოლირებას ახდენს მჭიდრო კავშირებისაგან, დაბნეულობას ქმნის ჩვენს იდენტურობასთან დაკავშირებით და საზღვრებში აქცევს ჩვენს მიზანს.

წიგნში „კონკურენციის გარეშე“, ბესტსელერების ავტორი, ლიზა ბევირი, გვიზიარებს, თუ როგორ ანგრევს ღვთის სიყვარულის გამოცხადება ამ საზღვრებს. თქვენ შეიტყობთ, თუ როგორ შეწყვიტოთ სხვების მეტოქეებად აღქმა და დაამყაროთ ის მჭიდრო კავშირი თქვენს შემოქმედთან, რომელიც მთელი გულით გსურთ – კავშირი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ჭეშმარიტი იდენტურობისა და სიახლოვის მიღწევა. ბიბლიური საღი სწავლებით, ჩვენი დროის წინასწარმეტყველური გაგებით აღვსილი, ლიზა იუმორსა და ვნებას იყენებს, რათა წაგახალისოთ…

– მსუბუქი მეტოქეობისაკენ, რათა მან საუკეთესო გამოავლინოს თქვენში;
– შეწყვიტოთ იმ საუბრებისგან გაქცევა, რომლებიც გჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაცის ნაწილი გახდეთ;
– პასუხი გასცეთ არგუმენტს, რომ ქალები არიან შეუფერებლები, ადვილად ტყუვდებიან და მიამიტები არიან;
– გამოააშკარავოთ გენდერული მეტოქეობა და კაცების გვერდით იშრომოთ ცხოვრებაში.

დროა, რომ ნაბიჯი გადავდგათ წინ და შეუდარებელი ცხოვრებით ვიცხოვროთ!

ჩატვირთვა...