რწმენა – მჯერაზე მეტი!

492

როგორც ცეცხლის თვისებაა გათბობა, წყლისა – მორწყვა, სინათლისა – განათება, ასევე ცოცხალი რწმენის თვისებაა – გამომჟღავნდეს კეთილ საქმეებში.” (წმ. ტიხონ ზადონელი)

მე მჯერა, რომ „ნასა” შესანიშნავი კოსმოსური  კვლევის ცენტრია, თუმცა არასოდეს ვისურვებდი კოსმოსში გაფრენას „ნასას” რაკეტით… ხშირად ვამბობთ რომ გვჯერა ღმერთის არსებობის, ისევე როგორც მე მჯერა „ნასას” წარმატების, მაგრამ არაფერი იცვლება ჩვენს ცხოვრებაში, ზუსტად ისევე, როგორც მე არ მინახავს კოსმოსი.  ეს სწორედ იმას ჰგავს, როცა ვამბობთ, რომ გვწამს, მაგრამ უშველე ჩემს ურწმუნოებს გვჭირს. არის კი “მჯერა” იგივე “მწამს” ?  რას გულისხმობს სიტყვა “რწმენა”  ქრისტიანებისთვის?  ხშირად ამ ორ სიტყვას სინონიმებად ვიყენებთ, მაგრამ რწმენა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გჯეროდეს! რწმენა თავისთავში მოიცავს 100% ნდობასაც და უხილავის დაჯერებასაც, იმედსაც და მოქმედებასაც. ” ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნებულობა იმაში, რისი იმედიც გვაქვს და დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.”(ებრ.11-1)

რწმენა – (ებრაულად – ამან) სიტყვასიტყვით ნიშნავს: სარის დასობას კარვისათვის. ებრაელები ბოძს ასობდნენ მიწაში ან კლდეზე და ზედ თოკებით ჭიმავდნენ კარავს, ანუ ეს ბოძი იყო საყრდენი მთელი კარვისთვის, მის გარეშე კარავი ვერ გაიშლებოდა. საინტერესოა ისიც, რომ  მადლი (ებრ. ჰანახ ) – კარვის გაშლას ნიშნავს. ებრაელები კარავს მხოლოდ თვისტომელთან ახლოს შლიდნენ, რადგან  ერთობ უცნაური წესი ჰქონდათ, მის კარავში არსებული ნივთებით მეზობელსაც თავისუფლად შეეძლო ესარგებლა.

ეს ერთ რამეზე მიგვანიშნებს, რომ ღმერთი შლის თავის კარავს ჩვენს გულებში, რადგან მან თქვა :” დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათში!” ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ ყველა კურთხევით, რომელიც ქრისტეში მოგვეცა (ისევე, როგორც ებრაელს შეეძლო ესარგებლა მეზობლის ნივთებით) : საუკუნო სიცოცხლით (1იოან.5-11:13), განკურნებით (ეს.53-5), აბრაამის კურთხევით (გალ.3 –13:14), ძალაუფლებით( მარკ. 16- 17:18), მომავლით (1კორ. 3– 21:22), სიღატაკის ნაცლად სიმდიდრით  ( 2კორ.8-9) და ასევე ყველა სულიერი კურთხევით (ეფეს. 1-3). მადლის  მიღების ანუ “კარვის გაშლის”  აუცილებელი წინაპირობაა საყრდენი ბოძი, ანუ რწმენა! ” ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს, თქვენგან კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია.”(ეფეს. 2-8) და შემდეგ მუხლებში ვკითხულობთ : ” არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა რათა ამ საქმეებით ვიაროთ.” (ეფეს. 2- 9-10) თითქოს პარადოქსია ერთის მხრივ “არა საქმეებით” და მეორეს მხრივ “საქმეებით, რომელიც განგვიმზადა”. საკმარისია გწამდეს ქრისტე, რომ გამართლდე, მაგრამ გამართლებულს უნდა ჰქონდეს საქმეები არა გამართლებისთვის, არამედ გამართლებიდან. ანუ სიმართლის იარაღი მარჯვენასა და მარცხენაში ( 2კორ.6-7 ), რაც ნიშნავს სიმართლეს ქრისტესგან მხოლოდ რწმენით და მართალ საქმეებს რწმენიდან გამომდინარე. თუ მიიღე უფალი შენს პირად მხსნელად ამით დაასე შენს გულში რწმენის ბოძი, ის მოვა თავისი მადლით და გაშლის კარავს, დამკვიდრდება შენში და ივლის შენში. ამის შემდეგ შეუძლებელია ცხოვრობდე ძველებურად, რადგან შენ უკვე სხვა ხარ, ახალი ქმნილება ქრისტეში. შენში არსებული მზარდი რწმენა მოქმედებას დაიწყებს და გარშემო მყოფნი დაინახავენ ნათელს წუთისოფლისას, რომელიც თავს ვერ დამალავს.

საიდან მოდის რწმენა? ბიბლია ამბობს, რომ რწმენა მოსმენისგან, ხოლო მოსმენა ღმერთის სიტყვებიდან იღებს სათავეს( რომ.10-17) და ეს რწმენა უნდა იზრდებოდეს ჩვენში, მყარდებოდეს  და გვეხმარებოდეს სულიერ წინსვლაში. სწორედ ამას გულისხმობს რწმენის მეორე, ებრაული განმარტება (ამანი), რაც აღმზრდელს ნიშნავს. რწმენა უნდა გვეხმარებოდეს გავხადოთ ხილული ის, რაც უხილავია. სულიერ სამყაროს ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ რწმენით შეგვიძლია ხორცშესხმა იმისა რაც ზოგჯერ, ადამიანებისთვის არარეალური, ალოგიკური და აბსტრაქტული ჩანს. ამბობს უფალი : ” მორწმუნისათვის შესაძლებელია ყველაფერი!” , თუმცა ის, თუ რატომ ვერ ვძირკვავთ პრობლემების “მთებს” ჩვენი ცხოვრებიდან, გამოიხატება ფრაზაში, რომელიც იესოს შეპყრობილი ბავშვის მამამ უთხრა: “მწამს! უშველე ჩემს ურწმუნეოებას!”, რადგან მჯერას არ შეუძლია სასწაულის მოხდენა, არამედ მხოლოდ რწმენას. მჯერა განყენებულია მისგან ვინც მოქმედებს და უბრალოდ გარწმუნებს, რომ მას შეუძლია, მაგრამ რწმენა მოქმედია მასთან ერთად ვისაც შეუძლია და მტკიცე დარწმუნებულობაა, რომ შენც შეგიძლია მასთან ერთად.

ბიბლია ამბობს, რომ თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი მტკიცედ იდგება და იმოქმედებს (დან.11-32). მოქმედებას ჩვენში არსებული რწმენა განაპირობებს, რწმენა, რომელიც მჯერაზე მეტია! რწმენა, რომელიც არამარტო ღრმა თეოლოგიური საუბრებითაა გამოხატული ჩვენს რეალობაში, არამედ უხილავის ხილულში გადმოტანით, ჯერ არნახულის განხორციელებით. ისეც ხდება ზოგჯერ , რომ  “გვწამს”, მაგრამ უმოქმედონი ვართ, არ გვეხება სხვისი ტკივილი, არ ვეხმარებით საჭიროებაში მყოფს, არ ვანუგეშებთ, არ ვეუბნებით რწმენის სიტყვებს…სწორედ ასეთი პერიოდის შესახებ გვაფრთხილებს წერილი, გამოიკვლიეთ დგახართ კი რწმენაში, თუ ცრუ დაჯრებულობაში და მწიგნობრობაში ვართ ჩაფლულნი და პრაქტიკის დრო აღარ გვრჩება?!…

იაკობი ამბობს, რა სარგებელია თუ ვინმეს აქვს რწმენა  საქმეთა გარეშე და საჭიროებაში მყოფ მოყვასს ეტყვის “იარე მშვიდობით” და არ დაეხმარება? …დღეს ხშირად შეხვდებით მსგავს სიტუაციებს, როდესაც მშიერ და ღატაკ ადამიანებს უქადაგებენ რომ ღმერთისაა მთელი სიმდიდრე, რომ ღმერთი დიდებული და მოწყალეა… თუ გვინდა რომ მოგვისმინონ და შეიმეცნონ, ჯერ მათი ყურადღება უნდა გადმოვიტანოთ მისი პრობლემიდან ჩვენზე, მშიერს პური მაინც უნდა მივაწოდოთ, რომ დაინახოს ღმერთის წყალობა, რადგან ჩვენი მაცხოვარი – იესო ქრისტე დადიოდა და ქველმოქმედებდა. რწმენა უნდა იყოს გამტარი ღმერთის ბუნებისა ჩვენში და ჩვენს ქმედებებში ხედავდნენ განხორციელებულ სიტყვას – იესო ქრისტეს!

დღეს ადამიანებს  სახარების ქადაგება კი არა , სახარების წაკითხვა სჭირდებათ! წიგნში არა, უპირველესად  ჩვენს ცხოვრებაში, რადგან მე, შენ და ჩვენ ვართ წერილი, რომელსაც კაცობრიობა კითხულობს… და უნდა გვახსოვდეს, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია! … რწმენა მეტია… ვიდრე უბრალოდ გჯეროდეს!

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort