იოჰანეს გოსნერი – გაძევებული რუსეთიდან და კათოლიკური ეკლესიიდან (20 მარტი)

0

იოჰანეს გოსნერი დაიბადა 1773 წელს. ის იეზუიტებმა აღზარდეს და განათლება მისცეს. შემდეგ კი კათოლიკე მღვდელი გახდა ერთ პატარა სოფელში. ერთ დღეს მეგობარმა უთხრა: „ხელში მიჭირავს წიგნი, რომლის ყოველ გვერდზეც იესოს სახელია მოხსენიებული“. გოსნერმა უპასუხა: „მე კი ისეთ წიგნი მიჭირავს, რომელშიც იესოს სახელი საერთოდ არ არის მოხსენიებული. გავცვალოთ?“

წიგნი, რომელიც მეგობარმა მისცა იოჰანესს, იყო იოჰან კასპარ ლაფატერის „წერილები მოგზაურ ახალგაზრდა კაცს“. ამ წიგნის მეშვეობით გოსნერმა ღვთს ცოცხალი რწმენა შეიძინა. (იმ წიგნის სახელი კი, რომელიც გოსნერმა მეგობარს მისცა, არ არის ნახსენები მის ბიოგრაფიაში). შემდეგ მან დაიწყო იოჰან მიხაელ სეილერის, მარტინ ბუსის და გერჰარდ ტერციგენის შრომების შესწავლა და რასაკვირველია, ბიბლიის.

გარკვეული დროის შემდეგ გოსნერი უკვე წერდა, რომ ქრისტიანულ ოჯახში დაბადებულ ადამიანს ხსნა მემკვიდრეობით არ გადაეცემა. არც ქრისტიანული განათლების მიღება მისცემდა ხსნას. რწმენა ღვთისგან უნდა იყოს. ბუნებრივი შობა ბუნებრივი შობაა, ხოლო ადამიანს სჭირდება ხელახლა შობა, ზეციდან მოცემული ახალი სიცოცხლე.

ის სხვებს ასწავლიდა იმას, რაც თავად გაიგო. ადამიანებს ეუბნებოდა, რომ მათ პირდაპირ ღვთისაგან შეეძლოთ ახალი სულიერი სიცოცხლის მიღება (და არა მღვდლებისა და ეკლესიის მეშვეობით). ამის გამო იეზუიტებმა იგი საეკლესიო სასამართლოზე წინაშე წარადგინეს 1802 წელს. ჯონი კიდევ ვერ ხვდებოდა, როგორ შეეთავსებინა ევანგელისტური აზროვნება და ტრადიციული კათოლიკური სწავლება. საბოლოოდ, მან თავისი ეკლესიის სწავლება აირჩია, რადგან როცა ეკლესიიდან წასვლა დააპირა, ერთმა მაღალი სულიერი წოდების მქონე ლუთერანმა ურჩია, არ  მოქცეულიყო ასე.

ახალგაზრდა მღვდელი ძალიან ნიჭიერი ორატორი იყო. დარბაზები ივსებოდა მის მოსასმენად მოსული ხალხით. ის რუსეთში მიიწვიეს იმისათვის, რომ იქ მცხოვრებ გერმანელთა თემის ხუცესი გამხდარიყო. 1820-1824 წლებში ის სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა და ევანგელისტურ ქადაგებებს ქადაგებდა ყოველი მესის ჩატარების შემდეგ. 400-500 ადამიანი იკრიბებოდა ეკლესიაში მის მოსასმენად. გულწრფელად დაინტერესებულ მსმენელებს ის თავის ბინაშიც იწვევდა და როცა ყველა მსურველი ვერ ეტეოდა იქ, გოსნერი დარბაზს ქირაობდა.

იმის გამო, რომ დომინიკანელები არ ენდობოდნენ იოჰანესს, ის ეკლესიის შენობის გარეთ პირადად ასწავლიდა ხალხს და ამით ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელთა დიდი შეშფოთება გამოიწვია. არქიეპისკოპოსმა სერაფიმემ მოითხოვა იოჰანესის გაშვება ქვეყნიდან. რუსეთის იმპერატორმა მოთხოვნა დააკმაყოფილა და გოსნერი ქვეყნიდან გაუშვა, მაგრამ იოჰანესის მიერ ჩათესილი მახარებლური სიტყვა მეზობელ ესტონეთსა და ფინეთში გავრცელდა და სანკტ-პეტერბურგშიც არ დაუკარგავს გავლენა ორი თაობის შემდეგაც.

გერმანიაში დაბრუნების შემდეგ იოჰანესი კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთეს. ის ლუთერანი გახდა და ბერლინის ბეთლემის ეკლესიის ხუცესად დაიწყო მსახურება. იქ განაგრძო მან თავისი წარმატებული მოღვაწეობა და უამრავ ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების დაწყებაში. მან დააარსა საბავშვო ბაღები, საავადმყოფო და მისიონერული ორგანიზაცია, რომელიც მისივე სახელობის გახლავთ. მან ასევე ასობით ადამიანი მოაქცია ქრისტესკენ ინდოეთში ცხოვრებისას.

იოჰანეს გოსნერი გარდაიცვალა ბერლინში, 1858 წლის 20 მარტს.

წყარო: http://www.christianity.com