იუგ დე სენ-შერის ბიბლიის კონკორდანსი (19 მარტი)

0

იუგ დე სენ-შერი გახლდათ ფრანგი დომინიკანელი ბერი, რომელმაც შექმნა პირველი ღირსშესანიშავი ბიბლიის კონკორდანსი. ის განკუთვნილი იყო ლათინური ბიბლიისთვის, რომელსაც ვულგატა ეწოდებოდა. ამბობენ, რომ იუგ დე სენ-შერს ხუთასი დომინიკანელი ბერი ეხმარებოდა. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც უფრო ადრე ცდილობდა ბიბლიის კონკორდანსის შედგენას, იყო წმ. ანტონ პადუელი. იუგის კონკორდანსი მხოლოდ ლათინურ სიტყვას იძლეოდა, მაგრამ მას ტექსტი არ ახლდა თან. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ეს სისტემა მოუხერხებელი და დაუმუშავებელი იყო, მაგრამ, ამავდროულად, იუგის შრომა გახლდათ საფუძველი მათთვის, ვინც მის შემდეგ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს.

ბიბლიის თავები ჯერ კიდევ არ დაყოფილი მუხლებად. იმისათვის, რომ სწავლულებისთვის სიტყვების მოძებნა გაეადვილებინა, იუგმა ყოველი თავი შვიდ ნაწილად დაყო და თითოეულს ანბანის თითო ასო მიკუთვნა.

კონკორდანსი ერთ-ერთი იყო იმ სამი საშუალებიდან, რომლებიც სენ-შერმა დომინიკანელ ბერებს მისცა. მის მიერ შექმნილი თითოეული საშუალება მიზნად ისახავდა სახარების ქადაგების საქმეში ბერების დახმარებას. იუგის ერთ-ერთი მცდელობა გახლდათ ვულგატაში არსებული შეცდომების გასწორება, თუმცაღა მან არ იცოდა, რომ იერონიმეს შესრულებული იყო ბიბლიის ეს ლათინური თარგმანი და ხშირად უკუაგდებდა იერონიმეს კომენტარებს სხვა სწავლულთა იდეების სანაცვლოდ. მაშინ, როცა ეკლესიამ შეიტყო, რომ იერონიმემ თარგმნა ბიბლია ლათინურად, იუგის შრომამ დაკარგა ფასეულობა.

იუგმა ასევე დაწერა კომენტარები მთელ ბიბლიაზე და ეს ნაშრომი ხუთასი წლის შემდგაც არ კარგავდა ფასეულობას და აქტუალურობას. ამ ნაშრომში მოცემული იყო თავისი დროის ბევრი ცნობილი ღვთისმეტყველის მოსაზრებები.

გარდა სამეცნიერო შრომებისა, იუგი სერიოზულად ეკიდებოდა ქადაგებას. ერთხელ მან დაწერა: „თუ ცნობილია, რომ კაცს ღვთს მადლი არ ახლავს თან, მას საჯარო ქადაგების ნება არ უნდა მიეცეს“.

ის ასევე დიდად იყო ჩართული ეკლესიის პოლიტიკის საქმეებში. სხვადასხვა დროს პაპები მას სხვადასხვა მნიშვნელოვან მისიას ანდობდნენ. ერთხელ ის კონსტანტინოპოლშიც გაგზავნეს, ეს მოგზაურობა კი ადვილი ნამდვილად არ იყო იმ დროში. მაშინ, როცა პაპს დასჭირდა ერთ-ერთი კათოლიკური ორდენის, კარმელიტების წესისა და ლიტურგიის გარდაქმნა, სწორედ იუგი აირჩია ამ საქმისათვის. ის გახდა პირველი დომინიკანელი ბერი, რომელმაც კარდინალის წოდებას მიაღწია.

იუგ დე სენ-შერი გარდაიცვალა 1263 წლის 19 მარტს და დატოვა მნიშვნელოვანი ნაშრომები, რომლებიც დიდად დაეხმარა წმინდა წერილის მომავალ მკვლევრებს.

წყარო: http://www.christianity.com