ერთი დღე ისტორიიდან

კესი ბერნალი – ქრისტესათვის მოკლული სკოლის მოსწავლე

მე-20 საუკუნის ქრისტიანი წამებულნი ამერიკის შეერთებულ შტატებში? ეს მოხდა ამ დღეს, 1999 წლის 20 აპრილს. ერიკ ჰარისმა და დილან კლებოლდმა თავიანთ სკოლაში სროლა ატეხეს, მათ სამიზნენი იყვნენ ათლეტები, უმცირესობის წარმომადგენლები და ქრისტიანები.

„გწამს ღმერთის?“ ჰკითხეს მათ კესი ბერნალს. მათ იცოდნენ, რომ გოგონა ქრისტიანი იყო. რამდენიმე წლით ადრე კესი ურწმუნო იყო, მაგრამ შემდეგ ქრისტესკენ მოექცა და ეკლესიის აქტიური წევრი გახდა. შრომობდა ღვთის სიტყვის გასავრცელებლად.

ის ბიბლიოთეკაში იყო სხვებთან ერთად, როცა მსროლელმა იარაღი დაუმიზნა და ჰკითხა: „გწამს ღმერთის?“ „დიახ, მწამს“, უპასუხა გოგონამ. „რატომ?“ ჰკითხა მკვლელმა, მაგრამ პასუხს აღარ დალოდებია, ისე გამოჰკრა ჩახმახს. კესი მაშინვე გარდაიცვალა.

კესისთან ერთად მოკლეს 17 წლის ქრისტიანი გოგონა რეიჩელ სკოტი, რომელიც აფრიკაში მისიონერად წასვლაზე ოცნებობდა. ასევე 16 წლის ჯონ ტომლინი, რომელიც ახლადაბრუნებული იყო მექსიკიდან, სადაც ღარიბთა დახმარების საეკლესიო პროექტში იღებდა მონაწილეობას.

სიკვდილამდე ერთი ადრე, კვირა დღეს, კესიმ ეს სიტყვები დაწერა:

„ახლა ყველაფერს დავანებე თავი, რადგან ერთადერთი გზა იესო ქრისტეა. თავი დავანებე ყველაფერს, რათა შევიცნო უფალი იესო და ღმერთის ის დიდებული ძალა, რომლითაც მან მკვდრეთით აღადგინა ქრისტე. თავი დავანებე ყველაფერს, რათა გავიგო, რას ნიშნავს მასთან ერთად ტანჯვა და სიკვდილი. ამრიგად, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიცხოვრებ სიცოცხლის განახლებით მათ მსგავსად, რომლებიც მკვდრეთით აღადგინა ღმერთმა.“

ცნობილმა ამერიკელმა ქრისტიანმა კომპოზიტორმა და საგალობლების ავტორმა, მაიკლ სმიტმა კესი ბერნალის ხსოვნას მიუძღვნა თავისი ალბომი, რომელიც 1999 წელს გამოუშვა სახელწოდებით “This Is Your Time” („ეს შენი დროა”).

ამავე სახელწოდების სიმღერის ვიდეოკლიპი იწყება კესი ბერნალის სიტყვებით, სადაც ის თავის რწმენასა და ღვთის სიტყვის გავრცელებაზე საუბრობს.

ვიდეოკლიპი შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

წყარო:

About the author

ნინო ხუროშვილი

Leave a Comment