ნავიგაცია
ახალი ამბები

ეფუძნებოდა თუ არა იესოს ამბავი ინდუისტური ღვთაება კრიშნას ამბავს?

ბევრი მისტიკოსი ამტკიცებს, რომ იესო არასდროს არსებობდა და ის უბრალოდ ლეგენდა გახლდათ, რომელიც დაესესხა კრიშნას ისტორიას, რადგანაც კრიშნა:

– დაიბადა ქალწულისგან 25 დეკემბერს;
– მისი შობის მაცნე იყო აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რისი მოწმენიც იყვნენ ანგელოზები და მწყემსები; კრიშნას საჩუქრად სანელებლები მიართვეს.
– იდევნებოდა ტირანის მიერ, რომელმაც ათასობით ჩვილი გაანადგურა.
– გამოსახულია, როგორ მუსრავს გველს ფეხით.
– იგი ახდენდა სასწაულებს და ასწავლიდა იგავების მეშვეობით.
– ედავებოდა ინდუისტ მღვდლებს და თვალთმაქცებს უწოდებდა მათ.
– მის საყვარელ მოწაფეს ერქვა არჯუნა, რომელიც ითარგმნება როგორც “იოანე”.
– იგი მოკლეს 30 წლის ასაკში, აღდგა მკვდრეთით და ზეცად ამაღლდა.
– ნათქვამია, რომ იგი დედამიწაზე თეთრ ცხენზე მჯდომი დაბრუნდება ბოროტი მეფის დასამარცხებლად.
– ის ჯვარს აცვეს ძელზე ორ ავაზაკს შორის.
– მას უწოდებდნენ ლომს საკის ტომიდან.
– ის გახლდათ ინდუისტური ტრიმურტის მეორე პირი.