ნავიგაცია
ახალი ამბები

ეფუძნებოდა თუ არა იესოს ამბავი სპარსული ღმერთის, მითრას, მითს? (Video)

ქრისტეს მითის მომხრეები ამტკიცებენ, რომ იესო არ არსებობდა. ის, უბრალოდ, მითრას ასლი გახლდათ, რადგანაც მითრა:
– დაიბადა ქალწულისგან 25 დეკემბერს.
– ის იყო მოგზაური მასწავლებელი და ახდენდა სასწაულებს.
– მას ჰყავდა 12 მოწაფე.
– მან თავი მსოფლიოს მშვიდობას შესწირა.
– დამარხულ იქნა აკლდამაში და აღდგა სამი დღის შემდეგ აღდგომის დილით.
– ის თავის მიმდევრებს უკვდავებას ჰპირდებოდა.
– მას უწოდებდნენ კეთილ მწყემსს, მხსნელს, გამომსყიდველს, გზას, ჭეშმარიტებას და სინათლეს.
– მისი წმინდა დღე იყო კვირა და მისი მიმდევრები მონაწილეობას იღებდნენ უფლის სერობაში ყოველ კვირას.