რას ამბობს ბიბლია მოჩვენებებზე? (ვიდეო)

0

რას ამბობს ბიბლია მოჩვენებებზე? არსებობენ კი ისინი საერთოდ? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იგულისხმება ტერმინ „მოჩვენებებში”. ეს სიტყვა თუ „სულიერ არსებას“ ნიშნავს, მაშინ პასუხი არის − „დიახ“, ხოლო თუ ეს სიტყვა ნიშნავს „გარდაცვლილ ადამიანთა სულებს“, მაშინ პასუხია − „არა“. ბიბლია ნათლად გვეუბნება, რომ არსებობენ სულიერი არსებები − კეთილნიც და ბოროტნიც, მაგრამ ბიბლია უარყოფს იმ აზრს, რომ მიცვალებულ ადამიანთა სულები რჩებიან დედამიწაზე, რათა მოსვენება არ მისცენ ცოცხალ ადამიანებს.