კეტი აირლენდი – “მე ვარ მეორე” (I Am Second)

0

ფოტოსესიები, გადაღებები, ჟურნალის ყდებზე გამოქვეყნებული ფოტოები, შესანიშნავი ტანსაცმელი, ეგზოტიკურ ადგილებში მოგზაურობა, კეტი აირლენდმა გემო გაუსინჯა ამ ყველაფერს მაშინ, როცა სამოდელო კარიერა დაიწყო.

18 წლის ასაკში მთელ მსოფლიოში მარტო მოგზაურობდა. თავისი კარიერის დასაწყისში ფიქრობდა იმის შესახებ, ვინ გაუძღვებოდა წინ კარიერასა და პირად ცხოვრებაში. მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო კეტის ჩამოყალიბებას ერთ-ერთ ცნობილ მოდელად (რასაც ბევრი დღეს სუპერმოდელს უწოდებს) და დაეხმარა მას მტკიცე ქალად ჩამოყალიბებაში; ქალად, რომელმაც იცის, როგორ მიანდოს ღმერთს საკუთარი თავი, ოჯახი და ყველა საქმე.