კორი ტენ ბუმი – „როგორ მიუტევო…”

0

კორნელია ტენ ბუმი (15 აპრილი.1892 – 15 აპრილი.1983) იყო ჰოლანდიელი მესაათე და ქრისტიანი ქალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, მამამისთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მრავალ ებრაელს დაეხმარა გაქცეოდნენ ჰოლოკოსტს, რის გამოც ის დააპატიმრეს. იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს საკონცენტრაციო ბანაკში და ღრმა სიბერემდე ემსახურებოდა ღმერთს და ადამიანებს. მისი ყველაზე ცნობილი წიგნი, „სამალავი“, არის ბიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც აღწერს მისი ოჯახის ძალისხმევას და ასევე კორნელიას საკონცენტრაციო ბანაკში გატარებულ დროს.