მაიკლ სმიტი – „მე ვარ მეორე” (I am second)

0

ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მიყვარს. მათგან ერთ-ერთი მუსიკაა. მუსიკა ჩემი სამუშაოც არის.

ყოველდღე იმაზე ფიქრით არ ვიღვიძებ, რომ მუსიკალური კარიერა მაქვს და დღეს სიმღერის ჩაწერას ვაპირებ.

ადამიანთა მიმართ სიყვარულის გამოხატვაც მუსიკასავით მიყვარს.

მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, დაჩაგრული ადამიანების მოძებნა. მიყვარს სხვებისგან გარიყული ბავშვების პოვნა, მათთან მისვლა და  ჩახუტება.

შემიძლია, რომ დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი რამეები ვაკეთო და არ ვიფიქრო მომდევნო სიმღერის ჩაწერაზე.

პატარაობისას დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას ვსწავლობდი. ჩემი პირველი სიმღერა 5 წლის ასაკში დავწერე.

შემეძლო პოპ-მუსიკა მომესმინა და შემდეგ დამეკრა.

პატარა ბაპტისტური ეკლესიის გუნდში ვიყავი და ჩემი გული მართლაც უფალს ეკუთვნოდა.

მხოლოდ ის მინდოდა, რომ გიტარა ამეღო ხელში და მემღერა ღმერთის სადიდებელი სიმღერები.

ღმერთს ჰქონდა მოწოდება ჩემთვის და მუსიკა ამ ყველაფრის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

მუსიკა მაძლევდა ბიძგს. ის მანთებდა.

ეს ჩემი ცხოვრების მშვენიერი პერიოდი იყო.

ის მამშვიდებდა.

ვგრძნობდი, რომ თითქოს ძალიან, ძალიან სუფთა და გამჭვირვალე ტალღაზე ვიდექი.

ის აღწევდა ჩემს გულში.

წესით, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამით უნდა ვყოფილიყავი დაკავებული.

17 წლისა რომ გავხდი, ჩემმა ყველა უფროსმა მეგობარმა კოლეჯში დაიწყო სწავლა. მე კი ტენესის შტატში, ნეშვილში წავედი, რათა კომპოზიტორი გავმხდარიყავი.

ღამით, პირველის ნახევრიდან ექვსის ნახევრამდე, ბარში ვუკრავდი. უამრავი სირთულე იყო.

ცდუნებას ავყევი. მეგონა,რომ ცეცხლთან თამაში არ დამწვავდა.

წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ პრობლემაში გავეხვეოდი. მეგონა, რომ იქიდან თავს ვერ დავაღწევდი.

პირველად მოვწიე მარიხუანა და ამის გამო თავი საშინლად დამნაშავედ ვიგრძენი.

შემდეგ კოკაინი გავსინჯე, მერე ლსდ. დამოკიდებული გავხდი.

ნარკოტიკებმა დამიმორჩილა.

რაღაც მიზეზის გამო ამ საქციელს ვამართლებდი.

ამ დროს ხედვას კარგავ.

თითქოს კომპასი გეკარგება და სრულიად სხვა სამყაროში შეაბიჯებ.

ვერ აცნობიერებ, რომ იძირები და მერე ხვდები, რომ ძალიან გვიანია.

თვალწინ წარმომიდგა დრო, როცა 15 წლის ვიყავი. მართლაც მომესმა ღმერთის ხმა: „მე მაქვს მოწოდება შენთვის!“ ვიცოდი, სად იყო ჩემი ადგილი.

მაგრამ არ შემეძლო იმ ქაოსისათვის თავი დამეღწია.

სასოწარკვეთილი ვიყავი.

ეს ყველაფერი სამი წელი გაგრძელდა მანამ, სანამ სიკვდილის პირისპირ არ დავდექი. კოკაინი შევისუნთქე და შემდეგ ვიფიქრე, რომ ნამდვილად მოვკვდებოდი.

გავიფიქრე: „ვკვდები“. ამ დროს დავიწყე ლოცვა და ვთხოვე ღმერთს, რომ გაეკეთებინა ყველაფერი ჩემი ყურადღების მისაპყრობად.

გადარჩენა მჭირდებოდა.

ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა. 1979 წლის ნოემბერში, ნეშვილში, ღამის პირველის ნახევარზე, ჩემი სამზარეულოს იატაკზე მწოლარე, გადავრჩი.

იატაკზე ვიყავი დაცემული და ვკანკალებდი.

ახალშობილივით მოვიკუნტე. ვქვითინებდი, უბრალოდ ვქვითინებდი.

ვტიროდი. განუწყვეტლივ ვტიროდი.

და შემდეგ ღმერთს შევღაღადე.

სამყაროს შემოქმედი ჩემთან ერთად ტიროდა და თანამიგრძნობდა. სრულიად შევიცვალე.

ყველაფერი შეიცვალა.

გადავწყვიტე, რომ ანგარიშვალდებული უნდა ვყოფილიყავი და ძლიერ ადამიანთა გარემოცვაში დავრჩენილიყავი.

ერთი მეორეს მოჰყვა.

რვა თვის შემდეგ პირველი კონტრაქტი გავაფორმე, სიმღერების წერისთვის კვირაში 200 დოლარს მიხდიდნენ.

მეგონა, რომ მოვკვდი და სამოთხეში ვიყავი.

შემდეგ, უეცრად აღმოვაჩინე, რომ ხმის ჩამწერ სტუდიასთან ხელშეკრულება გავაფორმე. სტუდიაში ყოველდღე 14 საათს ვატარებდი, ვწერდი სიმღერებს.

და სრულიად მოულოდნელად ემი გრანტი გავიცანი. ტურნეების მოწყობა დავიწყე.

შევნიშნე, რომ თურმე დარბაზებს ვავსებ მსმენელით.

ვერასოდეს დავგეგმავდი მსგავს მოვლენებს. ეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი იყო.

ღმერთი ერთგულია.

ახლა ვიცი, რა არის ნამდვილი ხელშეკრულება. ახლა ნამდვილად ვიცი, რომ მილიონობით ჩანაწერის გაყიდვას არ მოაქვს სიმშვიდე.

ვიცი, სად არის ჩემი იმედი.

იმედი არ არის როკ-ვარსკვლავობაში.

ეს ყველაფერი წარმავალია. არაფერია მარადიული ამქვეყნად.

არაფერი.

უდიდესი სიმშვიდე მოაქვს იმას, რომ ვიცი, ვინ ვარ მე.

მე ვარ სამყაროს უზენაესი მეფის შვილი.

ჩემი იდენტურობის კრიზისი დასრულებულია.

მე მაიკლ დაბლიუ სმიტი ვარ და მე ვარ მეორე.