ჯონ ბევირი – “შეუპოვარი” (ვიდეოსემინარი)

სირთულეებს გადიხართ. იცით, როგორია განსაცდელში ყოფნა. ცდილობთ არ დაეცეთ. იბრძვით, რომ წარუმატებლობის და უბედურების ტალღამ არ ჩაგძიროთ და იმედს არ კარგავთ, რომ ცოცხალი გამოხვალთ. ყველაფერს აკეთებთ, ოღონდ კი გადარჩეთ.

მაგრამ რას იტყოდით, თუ შეიტყობთ, რომ ამ განსაცდელებში უდიდესი პოტენციალია დაფარული, რომელსაც თქვენი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა შეუძლია? როგორ მოიქცევით, თუ შეიტყობთ, რომ ამ სიძნელეებს, რომლის პირისპირაც ახლა დგახართ, შეუძლია რწმენის და მოწიფულობის მომდევნო დონეზე გადაგიყვანოთ?

„შეუპოვარი“-ს მეშვეობით, ჯონ ბევირს სურს წარგიძღვეთ მოგზაურობაში, რომლის დროსაც შეძლებთ თქვენი სიმტკიცე და გაბედულება გამოათავისუფლოთ. ბიბლიური და თანამედროვე პერსონაჟების მაგალითზე ის დაგანახვებთ, რომ რწმენის ძლიერი მამაკაცები და ქალები არა მხოლოდ ცდილობენ გაუძლონ უბედურებას და გადარჩნენ, არამედ ისინი უბედურებას თვალს უსწორებენ და იმარჯვებენ მასზე.

ღვთის სიტყვით და ლოცვის ძალით აღჭურვილები აღმოაჩენთ ჭეშმარიტებას გასაჭირის, წინააღმდეგობისა და თქვენი ცხოვრების მიმართ ღმერთის განზრახვის აღსრულების შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას სრულიად შეცვლის. როგორც ღვთის შვილს, ყველაფერი გაქვთ იმისათვის, რომ სიძნელე სიძლიერედ გადააქციოთ და კეთილად დაასრულოთ!

ჩატვირთვა...