ნავიგაცია
ახალი ამბები
არჩევანი შენზეა!

არჩევანი შენზეა!

ხანდახან ადამიანებს ვეუბნებით, რომ ღმერთის მიღმა გზა არ არსებობს, თუმცა არა ! ღმერთის მიღმაც არის გზა, გზა რომელსაც დაღუპვისკენ მივყავართ…

არის გზა, რომელიც გადარჩენისკენ მიდის დ ა არის გზა , რომელსაც დაღუპვისკენ მივყავართ.

არჩევანი შენზეა!

შენი ნებაა, ვის გაყვები, შენი ნებაა სად წახვალ. გინდა უფლის გზიდან წასვლა ?!.. შეგიძლია წახვიდე, თუმცა გაქვს შესაძლებლობა წინასწარ იცოდე  ამ არჩევანის შედეგები, რომელზეც ბიბლია ვრცლად საუბრობს.

ადამმაც მოისურვა გაესინჯა ღმერთის მიერ აკრძალული ნაყოფი მიუხედავად  იმისა, რომ წინასწარ იცოდა, თუ რა შედეგი მოყვებოდა ამას.

ჭეშმარიტება უბრალოდ არ გვიწესებს დოგმებს, ის ყოველი მხრიდან მიმოიხილავს საკითხს და შედეგებზე გვესაუბრება.  ითხოვე სულიერი თვალები, რათა ისწავლო სწორი შეფასება. ხშირად  ადამიანები ვხედავთ  წამიერს და  არ შეგვიძლია სულიერი თვალებით უფრო შორს დავინახოთ, მთლიანობაში აღვიქვათ რეალობა…

დააკაკუნე და გაგეღება, ეძებე და იპოვი. არ შეწყვიტო ღმერთის ძიება. დაუსვი საკუთარ თავს კითხვა თუ რისთვის გინდა ცხოვრება ?! რა მიზნები გაქვს?! რა გეგმებს სახავ?! ჩაიხედე საკუთარ გულში, გინდა რომ  ღმერთისთვის იცხოვრო?!

დაამყარე შენი იმედები იესოზე!  გადაწყვიტე შეიყვარო უფალი საკუთარ სურვილებზე და ოცნებებზე მეტად . უფალმა ჩვენდამი სიყვარული იმით დაამტკიცა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე. ყოველივე რაც გვაქვს  მისგან და მისით გვაქვს, მისით  დგას მთელი სამყარო…

დაანახე უფალს, რომ გიყვარს იგი ცოდვაზე მეტად, დაანახე , რომ საკუთარ ოცნებებს და სურვილებს მასთან ურთიერთობა გირჩევნია… ვის უნდა გაყვე, როცა იესოს აქვს სიცოცხლის სიტყვები, როდესაც გადარჩენა ღმერთშია.

აირჩიე უკეთესე გზა. იესომ თქვა: ” მე ვარ გზა , ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით.”

არჩევანი შენზეა!..

ავტორი: თამუნა შაქარაშვილი