ნავიგაცია
ახალი ამბები
ვისი ხარ შენ? ვის ეკუთვნი?

ვისი ხარ შენ? ვის ეკუთვნი?

ვისი ხარ? ვის ან რას ეკუთვნი?

საკუთარ თავს თუ ეკუთვნი, მაშ, რატომ ელოდები სიყვარულსა და ყურადღებას სხვებისგან?

ადამიანები იტანჯებიან იმის გამო, რომ არ შეუძლიათ საკუთარი თავის რეალიზება, მაგრამ მაინც ირჩევენ არა იმას, რაც საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობათა გამოვლენის საშუალებას მისცემს, არამედ იმას, რაშიც მეტს გადაუხდიან.

ადამიანებს სურთ საჭირონი იყვნენ, მაგრამ მაინც საკუთარი თავისთვის ცხოვრებას ამჯობინებენ. ჩვენს ეგოისტურ სამყაროში ადამიანებს ეშინიათ იყვნენ ისეთნი, როგორნიც არიან, ეშინიათ საკუთარი თავის წინაშე იმის აღიარების, რომ მათ ვიღაც სჭირდებათ, რომ უსაშველოდ დიდი სურვილი აქვთ იყვნენ ნაწილი რაღაც უფრო დიდის, ვიდრე თავად არიან.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ოჯახისადმი, ეკლესიისადმი და ჯანსაღი საზოგადოებისადმი კუთვნილება ხელყოფს მათ დამოუკიდებლობას და ამრიგად, ისინი ავტომატურად მიაწერენ საკუთარ თავს მუდამ უკმაყოფილო და კრიტიკულად განწყობილ ნიჰილისტთა რიცხვს, თუმცა ადამიანთა სწორედ ეს კატეგორია გახლავთ ყველაზე მრავალრიცხოვანი.

შენ ვისი ხარ? ვის, ან რას ეკუთვნი? ვისთვის ცხოვრობ? ვის გამო აგებ პასუხს? ვინ მიიჩვიე?

„ჩვენ სამუდამოდ პასუხს ვაგებთ მათზე, ვინც მივიჩვიეთ“, – ამბობდა სენტ-ეგზიუპერის ზღაპრის გმირი პატარა უფლისწული.

ვის ეკუთვნი? ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია! ამის გარეშე ვერ გაიგებ ვინ ხარ, რადგან, როცა ხდება რაღაცის ნაწილი და იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, მხოლოდ მაშინ ხვდები და აცნობიერებ, რა შეგიძლია და რისთვის შეგქმნა შემოქმედმა, ვისი მეშვეობით იწრთობი? ხასიათი არ ყალიბდება განდეგილის სენაკში, ის ყალიბდება გარემოებებსა და ურთიერთობებში, „კომფორტად“ წოდებული ნავის მიღმა, რომელშიც მტკივნეულ ცვლილებებს ვემალებით.

ვის შეუძლია თქვას შენს ცხოვრებაში: „გაჩერდი, იქ უფსკრულია“? ვის ცხოვრებაში შეგიძლია თქვა იგივე სიტყვები? მე მინახავს ადამიანები, რომლებიც დაეცნენ, რადგან მათ გვერდით არ იყო არავინ, ვინც გააფრთხილებდა მათ, ან უბრალოდ, მათ არ სურდათ მოსმენა.

ვისი ხარ? ვის ეკუთვნი? კაენმა მოკლა აბელი, თავისი ძმა და უთხრა ღმერთს: „მე არ ვარ ჩემი ძმის ყარაული…“ ჰო, სხვათაშორის… მარტოობა მოგკლავს ადრე თუ გვიან.

ეძებე, რადგან თითოეული ადამიანი რაღაცას ან ვიღაცას ეკუთვნის, მაგრამ ყველას როდი სურს ამის მოსმენა და გაგება ჩვენს „მეგა-ეგოისტურ“ საუკუნეში.

მე უკვე გადავწყვიტე, რომ მე ღვთისა ვარ, რომ მე ჩემი ცოლის ქმარი ვარ, ჩემი შვილების მამა, ჩემი ძმებისა და დების მწყემსი. მე ვეკუთვნი მათ. ყველაფერი ჩემი მათია. მე მათთვის ვარ და არა საკუთარი თავისთვის. მე ბედნიერი ვარ. გულწრფელად ვამბობ.

ვადიმ კალაცეი

პოეტი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი. ჯგუფ „ახალი იერუსალიმის“ თანადამაარსებელი.

ეკლესია „იმედი ერებისთვის“ ხუცესი

უკრაინა, კიევი