ლიზა ბევირი – რწმენის გმირები (ვიდეო)

0

იცით, მე ძალიან ბევრი ადამიანი შეხვედრია, რომლებიც სირთულეთა წინაშე დგანან, იბრძვიან, რომლებიც სასოწარკვეთილებაში არიან და თავს დაჩაგრულად გრძნობენ.

შემდეგ იწყებენ ფიქრს, რომ ეს ყველაფერი სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული: „ეს ამის ბრალია, ის იმის ბრალია, რომ ჩემი მშობლები განქორწინდნენ…“

ისინი საკუთარ წარსულს უყურებენ იმისათვის, რომ ახსნა მოუძებნონ საკუთარ აწმყოს. მინდა რაღაც გითხრათ: „თქვენს ცხოვრებაში არსებული თავდასხმანი მიმართულია იმისკენ, თუ როგორი პიროვნება შეიძლება გახდეთ მომავალში და არა იმისკენ, თუ როგორი იყავით ადრე.“

მტერს უნდა, რომ წარსულს შეჰყურებდე, რათა მომავალი გამოგეპაროს, მაგრამ ამის ნებას ნუ მისცემთ მას. მინდა ჩემი ყველაზე საყვარელი ციტატა დაგისახელოთ: „ჩვენ (ანუ შენ და მე და არა მხოლოდ მსახურებმა, არამედ ყველამ და ყველგან), ჩვენ დღეს შეგვიძლია ვიყოთ ისინი, ვინც იყვნენ რწმენის გმირები თავიანთ დროს.“ მაგრამ გახსოვდეთ, მაშინ მათ არ იცოდნენ, რომ რწმენის გმირები იყვნენ.

მე მჯერა, რომ ახლა იმ ადამიანებით ვარ გარშემორტყმული, რომლებმაც არ იციან, რომ გმირები არიან. თქვენ ალბათ არც კი იცით, რამდენი რამ არის თქვენში ჩადებული, მაგრამ მტერმა იცის და სწორედ ამიტომ გესხმით თავს, რადგან უნდა, რომ ნულამდე დაიყვანოს შენი ცხოვრება, წარსულზე ფიქრი გაიძულოს. მას არ უნდა, რომ გააღო პირი და გაახილო თვალები და თქვა, რომ ღვთის სიტყვა გაგინათებს მომავალს, რადგან ძალიან დიდი ძალა აქვს ღვთის სიტყვას.

ძალიან მიყვარს ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავის 33-ე მუხლი, სადაც წერია: „რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს.“

ხანდახან თქვენ მიერ წარმოთქმული ღვთის სიტყვა რწმენის გამოხატულებაა. მაშინ, როცა ხსნა მივიღე, პირველად გადავშალე ბიბლია და წავიკითხე ამ აღთქმათა შესახებ. მე ეს აღთქმანი მხოლოდ ჩემს ცხოვრებას კი არა, არამედ ჩემი შვილების ცხოვრებასაც შევუსაბამე.

ყოველ საღამოს ჩემს ვაჟებს დავაყენებდი და ვეუბნებოდი, თქვენ სიცოცხლისა და ღვთის სასწაულებისთვის ხართ განკუთვნილნი და არა სიკვდილისა და განადგურებისთვის. თქვენ ხართ უფლის მოწაფეები და დიდია თქვენთვის მონიჭებული ღვთის სიმშვიდე. მინდოდა ჩემს შვილებს გაეგოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ადამიანმა ან ღვთს აღთქმანი უნდა აირჩიოს ან შიშით ცხოვრება.

მე გადავწყვიტე, რომ შევბრძოლებოდი ყველა ჩემს შიშს, რათა ჩემს შვილებს მიეღოთ უფლის აღთქმანი.
თქვენც გაყენებთ გამოწვევის წინაშე, რომ გადაშალოთ ღვთის სიტყვა, ირწმუნოთ და დაიწყოთ ბრძოლა.
ირწმუნეთ და თქვით, რომ თქვენი შვილების მომავალი გაცილებით უფრო დიდებული და კარგია, ვიდრე თქვენი წარსული.

  • 131
    Shares