ნათია ზაზაძე – იესოს სიყვარული (საგალობელი)

477

ტექსტი:

ო, იესოს სიყვარული,
უსაზღვროა, დიადი,
ძლიერია ზღვასავით და
გარემომიცავს ტალღებით.

მაძლევს ძალას,
განმამტკიცებს,
მიმაქანებს ზეცისკენ.
ის მამშვიდებს,
ის მამხნევებს,
მას მივყავარ ღმერთისკენ.

ო, იესოს სიყვარულით
აღსავსეა სამყარო,
ო, იესოს სიყვარული
არ იცვლება არასდროს.

მისი ძალით დახსნილნი ვართ,
მოკვდა ჩვენთვის
უმანკო მსხვერპლი.

ის შუამდგომლობს
ღვთის წინაშე,
ის მაძლევს მე სიმართლეს.

ო, იესოს სიყვარული,
უსაზღვროა, დიადი,
ძლიერია ზღვასავით და
გარემომიცავს ტალღებით.

ჩატვირთვა...