ნათია ზაზაძე – „წმიდა, წმიდა”

494

ღირსი ხარ შენ, წმიდა კრავო,

შეწირულო ჯვარზე,

გიგალობებთ შენ, ვინც მეფობ

დავითის ტახტზე.

მისამღერი: წმიდა, წმიდა, წმიდა,

ყოვლისშემძლე უფალი,

ვინც იყო და კვლავაც მოვა,

სამყარო შესძახის: „დიდება ღმერთთა ღმერთს!“

მაძლევ გადარჩენას, თაყვანს გცემ!

 

დიდებით ხარ შემოსილი,

არვინ არს შენი მსგავსი,

ქება-დიდება, ძალა, თაყვანისცემა შენ,

ერთადერთ მეფეთა მეფეს!

 

მისამღერი:

წმინდა, წმინდა, წმინდა,

ყოვლისშემძლე უფალი,

ვინც იყო და კვლავაც მოვა,

სამყარო შესძახის: „დიდება ღმერთთა ღმერთს!“

მაძლევ გადარჩენას, თაყვანს გცემ!

 

წყალობით ხარ შენ აღსავსე,

შენ წინ კრთიან ერები, ქრისტევ,

შენი სახელი ხსნას, სიცოცხლეს მაძლევს,

მოწიწებით ვეცემი.

 

მისამღერი:

წმიდა, წმიდა, წმიდა,

ყოვლისშემძლე უფალი,

ვინც იყო და კვლავაც მოვა,

სამყარო შესძახის: „დიდება ღმერთთა ღმერთს!“

მაძლევ გადარჩენას, თაყვანს გცემ!

______________________________________________

 

ხმის ინჟინერი: ბაჩუკი დოდაშვილი

მონტაჟი: დავით წულუკიანი

ჩატვირთვა...