ჯონ და ლიზა ბევირები – ქორწინების ამბავი (ვიდეო სემინარი)


იყო და არა იყო რა … ქორწინება მარადიული გახლდათ. ის იყო აღთქმა, რომელიც ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებდა. საქორწინო კავშირი ორივეს უფრო ძლიერს, კეთილშობილს და ენერგიით სავსეს ხდიდა, რათა სრულად წარმოეჩინათ მათში ღვთისგან თავიდანვე ჩადებული პიროვნულობა. ისინი ერთად უკეთესები იყვნენ, ვიდრე ცალ-ცალკე თითოეული. საქორწინო ცერემონია მხოლოდ დასაწყისი გახლდათ – კარიბჭე, რომლის გავლითაც უნდა ეშენებინათ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება. მათი ნებისმიერი არჩევანი და გადაწყვეტილება მიმართული იყო ორი ადამიანის ერთობით წარმოდგენილი სიცოცხლის ასაგებად. ქმარმა და ცოლმა დიდ უცნობ სამყაროში შეაბიჯეს გადაჯაჭვული გულებით, ხელებით და ხმებით, რომ თავიანთი შემოქმედის სიყვარული გამოეხატათ.

როდის დავკარგეთ კავშირი ამ საფუძვლიან სიყვარულის ამბავთან? “ქორწინების ამბავში” ჯონ და ლიზა ბევირები გიწვევენ ღვთის თავდაპირველი გეგმის ხელახლა აღმოსაჩენად. დაქორწინებული ხართ, მარტოხელა თუ დანიშნული, თქვენი ამბავი ღვთის ამბის ნაწილია.

ჩატვირთვა...