ალექსანდრე შევჩენკო: „მე არ მსურს ცრუ წარმატება”

290

მინდა შემოგთავაზოთ ლოცვა, რომლითაც დაახლოებით 5-7 წელია ვლოცულობ. ზუსტად არ მახსოვს, როდიდან დავიწყე ამგვარად ლოცვა. არა, გამახსენდა, იცით, როდიდან? როდესაც ღმერთმა დაიწყო მსახურებაში ხილული წარმატების ბოძება. ერთ მომენტში, ლოცვის დროს მე წარმოვთქვი ასეთი სიტყვები: უფალო, გაანადგურე მთელი ჩემი წარმატება, გაანადგურე იგი, თუ ის შენგან არ არის. წარმატებას შეიძლება მივაღწიო ჩემი სისწრაფისა და მოხერხებულობის გამო…

მე ახლა ანგარიშს ვუწევ ყოველ სიტყვას, რომელსაც ვამბობ… წარმატებული შეიძლება ვიყო ჩემი გონებამახვილობისა და სიბრძნის წყალობით; იმის გამო, რომ ნაკითხი ვარ; აგრეთვე, იღბლიანი გარემოებების შედეგად შესაძლოა გავხდე წარმატებული. მე კი არ მინდა ასეთი წარმატება! მე უარს ვამბობ ამ ცრუ წარმატებაზე, მე არ მსურს ეს ცდუნება. მე არ მსურს ის არც ეკლესია „პურის სახლში“ და არც მისია “კუთხეში“. მე არ მსურს ის არც ჩემს ოჯახში, მე უარს ვამბობ მასზე. არ მსურს, ვიყო კალუნასავით მწვანე და თავს ვიწონებდე უდაბნოში. მე არ მინდა ეს. ამიტომ ვამბობ: ღმერთო, ყველანაირ უფლებას გაძლევ, მიწასთან გაასწორე წარმატება ჩემს ცხოვრებაში, თუ ის შენი წარმატება არაა. მისი დანახვაც არ მინდა. არ მსურს ცდუნებაში ცხოვრება. მე მინდა შენს წყალზე ვიყო დამოკიდებული, შენს წყაროებზე, შენს ნაკადებზე. მაშინ, როდესაც გვალვა მოვა, როდესაც მოვა რთული ჟამი, როდესაც მოვა მწველი სიცხე, მინდა, რომ ჩემი სული შენი წყაროებიდან სვამდეს.

არ გატყუებთ, უფალ იესო ქრისტეს წინაშე ვამოწმებ, რომ სიმართლეს ვამბობ: მე არ მინდა ხილული წარმატება, თუ არ მექნება შინაგანი დაჯერებულობა იმისა, რომ უფლისგან ვიღებ მას და რომ უფალი მოქმედებს ჩემს ცხოვრებაში. მე არ მინდა ეს. თუ თქვენ გაბედული ადამიანი ხართ, ილოცეთ ჩემთან ერთად ამ ლოცვით. შეიძლება თქვენ წარმატებული ბიზნესმენი ხართ და გეშინიათ, ასეთი ლოცვით ილოცოთ: უფალო, გაანადგურე ჩემი წარმატება, თუ ის შენგან არ არის. გეშინიათ? ვიცი, რომ გეშინიათ, ვიცი. სწორედ ეს ანგრევს თქვენს იმედს. თუ თქვენ არ გეშინიათ, თუ თქვენ უფრო მეტად გჯერათ ღმერთის, ვიდრე თქვენი მოხერხებულობის, არ შეგეშინდებათ ამ ლოცვის.

ამაშია დაფარული სასოების პრინციპი, თუ თქვენ ეთანხებით, რომ ღმერთმა თავისი წესრიგი დაამყაროს თქვენს ცხოვრებაში. საკრამენტო, ღმერთს უნდა თავისი წესრიგის დამყარება თქვენს ცხოვრებაში! თქვენ წესრიგი გაქვთ? ყველაფერი მოგწონთ? დარწმუნებული ხართ, რომ ეს ღვთიური წესრიგია? დარწმუნებული ხართ, რომ ღმერთს სურს ცხოვრობდეთ ისე, როგორც ცხოვრობთ? დარწმუნებული ხართ, რომ სწორ ადგილას ცხოვრობთ? იქნებ ღმერთს დიდი ხანია სურს, გიხილოთ აფრიკაში მისიონერად? დარწმუნებული ხართ? მოდით, საშუალება მივცეთ ღმერთს, თავისი წესრიგი დაამყაროს ჩვენს ცხოვრებაში. ის ღმერთია. რატომ უნდა გეშინოდეთ მისი? ის თავად შექმნის შესაბამის გარემოებებს. მე სულიწმიდის ძლიერ თანდასწრებას ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ სულიწმიდას სურს რაღაცების დანგრევა თქვენს ცხოვრებაში.

ღმერთს სურს ურყევი სამეფოს შენება და არა ისეთის, რომელიც შეირყევა; არა ისეთის, რომელიც დაეცემა, როდესაც ქარი დაუბერავს და მდინარეები ეკვეთება მას. იცით, სანამ ქარი არ დაუბერავს, ჩვენ ყველანი ვდგავართ. ის სახლიც დგას, რომელიც ქვიშაზეა აგებული და ისიც, რომელიც კლდეზეა ნაშენები. არანაირი განსხვავება არაა, ვიდრე ქარი არ დაუბერავს. ვიდრე მიწისძვრა არ იქნება, ჩვენ ყველანი მომხიბვლელები ვართ. მაგრამ როდესაც უბერავს ძლიერი ქარი, ღმერთი ამოწმებს საძირკველს. საძირკველს და არა ფასადს. არა იმას, რაც თვალსაჩინოა და რასაც ხალხი ხედავს – ღმერთი ამოწმებს საძირკველს!

ისმინე წინასწარმეტყველური სიტყვა უფლისგან: ღმერთი ამოწმებს შენს საძირკველს. ღმერთს სურს, მარადიულ საძირკვლებზე დაგაფუძნოს და არა დროებითზე, ხილულზე, არამედ მუდმივსა და მარადიულ საძირკველზე, როდესაც შენი ფესვები წყაროებთან იქნება გადგმული და შესვამ უფლისგან. შენ შეგიძლია არ მომისმინო, მაგრამ შენ იცი, რომ სულიწმიდა კონკრეტულად გეუბნება რაღაცას. მოგიწოდებთ ყველას, ვინც საკმარისად გაბედულები ხართ იმისთვის, რომ ნება მისცეთ ღმერთს, თავისი წესრიგი მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში… საშუალება მისცეთ ღმერთს, ჩაერიოს თქვენს გარემოებებში, თქვენს კეთილდღეობაში, თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში და დაამყაროს თავისი წესრიგი. მე მინდა, რომ ასეთი ადამიანები ახლავე მოხვიდეთ, რათა ერთად ვიგლოვოთ და ვილოცოთ ღვთის წინაშე. თქვენ შეგიძლიათ მოსვლა, პირდაპირ ახლა…

ჩატვირთვა...