ბილი გრემი – „ერთ ჩვეულებრივ დღეს მოვა იგი” (ვიდეო)

115

წმინდა წერილი ამბობს, რომ დევნათა და შევიწროებათა ჟამს, მაშინ, როცა გავიგებთ ომების ამბებს, ჩვენ უნდა ვანუგეშოთ ერთმანეთი იმით, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე კვლავ დაბრუნდება გამარჯვებული, თავისი დიდებით.

ხშირად, როდესაც ღამით დასაძინებლად ვწვები, ვფიქრობ, რომ, შესაძლოა, სანამ გავიღვიძებ, ქრისტე მოვიდეს. ხან, როცა ვდგები დილით და განთიადს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ, შესაძლოა, ეს არის მისი მოსვლის დღე. უფალმა ხომ გვითხრა, რომ მუდამ მზად უნდა ვიყოთ და ველოდეთ მის მეორედ მოსვლას: „ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.“ (მათე 24:44).

როგორ ფიქრობთ, ქრისტე დღეს დაბრუნდება დედამიწაზე? „ალბათ, არა“ – იტყვი შენ. სწორედ ასეთ, ერთ ჩვეულებრივ დღეს მოვა იგი. რა საოცარი ჟამი იქნება მასთან შეერთებისა, როცა ზეცად ვიქნებით ატაცებულნი!

ჩატვირთვა...