დევიდ ვილკერსონი – “გამოღვიძების დროა” (ვიდეო)

102

ამონარიდი ქრისტიანი მქადაგებლის, დევიდ ვილკერსონის ცნობილი ქადაგებიდან “გამოღვიძების დროა.”

დაახლოებით, 1900 წლის განმავლობაში იწერებოდა ეს. რომაელთა 13:11 „მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით დრო, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.“

“ღამე წავიდა და დღე მოახლოვდა. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.“ (რომაელთა 13:12).

თუ 1900 წლის წინ… ღამე წავიდა და დღე ახლოა, რამდენად უფრო ახლოა დღე ახლა?

იცით, რა მატირებს?

ქრისტეს ეს მოციქულები, რომლებსაც დიდი დრო აშორებდათ უფლის მოსვლას, მაგრამ ელოდებოდნენ ამას ნებისმიერ წუთს. ისინი დაუცხრომლად შრომობდნენ და ასე ატარებდნენ სიცოცხლეს.

იესო იყო პირველი მათთვის, ის ყველაფერი იყო მათთვის. მათ ყველაფერი გაიღეს.

დიახ, ჩვენ, რომლებიც ასე ახლოს ვართ უფლის მოსვლასთან, რა უზრუნველად ვცხოვრობთ.

1900 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს დაიწერა. თუ მაშინ იყო გამოღვიძების დრო, მაშ, ახლა რის დროა?

ახლა რის დროა?

არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ღმერთმა; არ ვიცი, რა უნდა მოუხერხოს ღმერთმა თითოეულ ქალაქს; არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ეკლესიის მიმართ.

დაწერილია: „საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა!“ (ებრაელთა 10:31).

ის ეკლესიას ელაპარაკება.

მან თქვა: „საშიშია.“ ჩვენ ამას საშიშად არ მივიჩნევთ.

ჩვენ ღმერთის შესახებ ჩვენეული წარმოდგენა შევქმენით.

ჩვენ ღმერთი წარმოგვიდგენია დიდად მოსიყვარულე და მოწყალე ღმერთად,

დიახ, ის არის კიდეც ასეთი, მაგრამ მხოლოდ მათ მიმართ, ვინც მას მიჰყვება სიმართლეში.

„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე…“ (იოანე 3:16).

დიახ, მას უყვარს მთელი ქვეყნიერება, მაგრამ მოდის დრო, როცა ღმერთი ამბობს: „ჩემი სამართალი უნდა აღსრულდეს.“

ის იწყებს მოქმედებას.

ჩვენ კი არ გვესმის ეს.

„მე ვამბობ ამას, თქვენ კი არ გესმით.“

და მხოლოდ სულიწმიდას შეუძლია, ეს სინამდვილედ აქციოს.

„დასრულდა. წვეულება დასრულდა.“

ნება მომეცით, გკითხოთ: როგორ ატარებთ თქვენს დროს? თქვენ ამბობთ: „უფალო, უფალო, ის ჩემი უფალია?“

რას აკეთებთ თავისუფალ დროს ახლა?

შეიძლება თქვათ: „ძმაო დევიდ, მე დიასახლისი ვარ.“

„და ღმერთი მხოლოდ იმას მოითხოვს ჩემგან, ქრისტიანი დიასახლისისგან, რომ სახლში მყუდრო და მშვიდი გარემო შევქმნა.“

„იმას გულისხმობთ, რომ მე უფლის ტვირთი უნდა ვატარო?“

„ჩემგან იმას მოელის უფალი, რომ ვიტირო კარიბჭესა და სამხვერპლოს შორის?“

დიახ. დიახ.

თქვენ ამბობთ: „მე ჩემი წილი შევასრულე.“

არა.

მე ვამბობ: „ჩვენ ჩვენი წილი არ შეგვისრულებია.“

მე ვამბობ, რომ ჩვენ არ აგვიღია მისი ჯვარი.

არ გვიტვირთავს მისი ტვირთი.

ზოგიერთი თქვენგანი დღეში რვა საათს მუშაობს და როდესაც სამსახურიდან მოდიხართ, ამბობთ: „მე ჩემი წილი შევასრულე.“

იმედია, არც ერთი არ ფიქრობთ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, რომ სამუშაო საბოლოოდ დასრულდა.

ნება მომეცით, რაღაც გითხრათ ახლა:

უფალი თავისი ბრაზითა და რისხვით იმოქმედებს, რადგან მან თქვა: „თქვენ სიცრუეში ცხოვრობთ.“

თქვენ ამბობთ: „ის უფალია, ის უფალია.“ არ იღებთ მის ტვირთს, არ იტვირთავთ მის უღელს.

გეკითხებით: რამდენ თქვენგანს, ცოლებს, ქმრებს, ქალაქში მანქანით სიარულისას ან მეტროში ყოფნისას, უტირია?

როდის იტირეთ ბოლოს დაღუპვის გზაზე მდგარ ადამიანთათვის?

თუ იმდენად მიეჩვიეთ ამას, რომ აღარც კი გეხებათ გულზე?

მე ამ ქალაქში 30 წელზე მეტხანს ვცხოვრობ და ეს ამბავი ახლა უფრო მეტად მაწუხებს, ვიდრე უწინ, რადგან მე ვიღებ უფლის ტვირთს.

ვაცნობიერებ, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ გარეთ გასვლა და ლიტერატურის დარიგება. საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ რაღაც სამუშაო შეასრულო იესოსთვის.

ჩემზე უფლის სული უნდა იყოს.

უნდა ვგრძნობდე მის გულისტკივილს.

უნდა შემეძლოს ლოცვა: „უფალო, მოიმოქმედე რაღაც ჩემს გულში.“

„მე ხომ ფოსტალიონი ბიჭუნა არ ვარ.“

„მინდა, შენი გული მქონდეს, უფალო, მინდა, მოვიდრიკო შენ წინაშე.“

არ მინდა ვთქვა: „ის ჩემი უფალია“ და ამავდროულად, სიცრუეში ვიცხოვრო.

„რადგან არ ვლოცულობ და არ ვტირი.“

კითხულობთ ბიბლიას?

ცდილობთ მასში ჩაღრმავებას?

არადა სწორედ თავის სიტყვაში ჩაღრმავებისკენ მოგვიწოდა ღმერთმა.

თქვენ გაქვთ დრო, მაგრამ ამბობთ, რომ არ გაქვთ. დიახ, ჩვენ სხვა ყველაფრისთვის გვაქვს დრო.

და უფალი ამბობს: „მე ამისთვის განგსჯი.“

„იტვირთეთ ჩემი უღელი, აიღეთ ჩემი ტვირთი.“

“აიღე ეს ჯვარი, გამომყევი მე.“

ჩატვირთვა...