„ვინ ხარ შენ?” – მიმართვა მამაკაცებს (ვიდეო)

115

შენ ძლიერი ხარ;

შენ ბრძენი ხარ;

ნიჭიერი ხარ;

შენ ღვთის ყველაზე ფასეული ქმნილების ნაწილი ხარ.

შენ ქმედითი ხარ;

შენ გაქვს პოტენციალი;

შენ გაქვს წყალობა უფლისგან;

შენ გაქვს ნიჭი იმისთვის, რომ გამოავლინო.

შენ მწერალი ხარ, ათლეტი, გამომგონებელი, მსახიობი, მუსიკოსი, ტექნიკოსი…

და ამ ნიჭებს ადამიანების შეცვლა შეუძლია.

შენში არის ბედნიერება, რომელიც შეგიძლია გაავრცელო.

გაქვს კარგი იუმორი;

შენ გაქვს სიბრძნე, რომ გასცე.

ეს ბედნიერება შეცვლის ხალხს.

შენ სავსე ხარ იმაზე მეტი გასაოცარი თვისებებითა და ღირსებებით, ვიდრე წარმოგიდგენია, რადგან ეს ყველაფერი უფალმა ღმერთმა გიბოძა, რომელმაც შეგიყვარა შენ! რომელსაც უყვარხარ! უყვარხარ ყველაფრის მიუხედავად!

მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხარ შენ − ხარ ყველაზე სწრაფი, თუ პირიქით. მაღალი თუ დაბალი;

გამხდარი თუ მსუქანი;

წარმატებული თუ წარუმატებელი;

ხარ გუნდის კაპიტანი თუ გუნდიდან გამოგდებული; ჩემპიონი თუ ყველაზე უიღბლო.

მიუხედავად იმისა, რას ფიქრობ საკუთარ თავზე, რეალობა არის ის, რომ შენ გაქვს პასუხისმგებლობა, რადგან შენში არის ძალა; ძალა, რომელიც სამყაროს შემოქმედმა დროთა დაარსებამდე შექმნა.

თქვენში არის მამაკაცი, რომელიც ელოდება დროს, როდესაც ამოხეთქავს და შეცვლის სამყაროს! კაცი, რომელსაც უყვარს, ამხნევებს, ნუგეშს სცემს, უზიარებს, ასწავლის, იცინის, ტირის და ის, ვინც იმედს აძლევს გარშემო მყოფთ.

ეს კაცი არის იქ, სადაც შენი ძალა გატყუებს;

იქ, სადაც შენი პოტენციალი გატყუებს;

იქ, სადაც შენი ნიჭი, ტალანტი, სიმამაცე, შესაძლებლობა და ბედნიერება იტყუება;

და შენ ვალდებული ხარ, როგორც ღვთის შვილმა, აღმოაჩინო ეს კაცი და გაათავისუფლო;

ხოლო მაშინ, როდესაც გათავისუფლდება, ის მოუტანს ცვლილებას ჩვენს დამსხვრეულ სამყაროს;

შენ მოუტან ცვლილებას ჩვენს იმედდაკარგულ სამყაროს;

და ნებისმიერი ხმა შენს გონებაში, რომელიც საწინააღმდეგოს გეუბნება, მტრისგანაა.

შემდეგში, როდესაც მოისმენ ამ ხმას, აი, რა უნდა უპასუხო: „არა, სატანავ! მე ცოცხალი ღმერთის ძე ვარ − დაცული, დავალებული, შეყვარებული შემოქმედის მიერ, რომელიც ყველაფერზე აღმატებულია; მე ღვთის დიდებული ქმნილება ვარ!”

და ნუ დაივიწყებ, თუ ვინ ხარ!

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...