“მარადისობისთვის მზადება” – რიკ უორენი

136

მიწიერი ცხოვრების მიწურულს ჩვენ უფლის წინაშე წარვდგებით და ანგარიშს ჩავაბარებთ ღმერთს, თუ როგორ ვემსახურებოდით სხვებს. (რომ. 14:12) ეს ნიშნავს, რომ ერთხელაც ღმერთი შეადარებს ჩვენს დახარჯულ დროს და ძალისხმევას საკუთარ საჭიროებებზე და სხვათა მომსახურებაზე. იმ დღეს ჩვენი ეგოიზმის ნებისმიერი გამართლება წვრილმანი და უმნიშვნელო გახდება: “ძალიან დაკავებული ვიყავი”, “უამრავი საქმე მქონდა”, “სამსახურით, გართობით, პენსიის გამომუშავებით ვიყავი დაკავებული…” ღმერთი ყველაფერ ამაზე მოგვიგებს: “ამაზე არ გესაუბრები… მე შეგქმენი, დაგიხსენი, მოგიწოდე, სხვების მსახურება გიანდერძე და ახლა შედეგის ნახვა მსურს…”  ბიბლია აფრთხილებს მორწმუნეებს, რომ ქრისტიანისთვის პატივმოყვარეობა მარადიული ჯილდოს დაკარგვის ტოლფასი იქნება.

ჩვენ სრულყოფილი ცხოვრებით მხოლოდ მაშინ ვცხოვრობთ, როცა ვინმეს ვეხმარებით. იესომ თქვა: “ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, ის დაღუპავს მას, ხოლო ვინც ჩემი ან სახარების გულისთვის დაღუპავს სულს, ის შეინარჩუნებს მას.” (მარკ. 8:35; მათ. 10:39; მათ. 16:25; ლუკ. 9:24; ლუკ. 17:33). ეს ჭეშმარიტება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სახარებებში 5-ჯერ მეორდება. მსახურების გარეშე ადამიანი კი არ ცხოვრობს, არამედ არსებობს, რადგან ცხოვრება მსახურებისთვის ებოძა მას. ღმერთს სურს, შევძლოთ სხვათა უანგარო სიყვარული და მათი მსახურება.

თქვენ აუცილებლად მიუძღვნით თქვენს ცხოვრებას რაიმეს, მაგრამ საკითხავია – რას?! ღმერთს სურს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა რაღაცით თავისი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის ისტორიაში. რით ამართლებ საკუთარ პასიურობას?… აბრაამი ძალიან ხანდაზმული იყო; იაკობს თავდაჯერება აკლდა; ლეა ულამაზო იყო; იოსებს ძალადობისა და უსამართლობის ატანა მოუხდა; მოსე ენას უკიდებდა; გედეონს სიმამაცე არ ჰქონდა; სამსონი დამოკიდებულებით იყო შეზღუდული; რახაბი მეძაობდა; დავითმა იმრუშა თანამებრძოლის ცოლთან, რასაც მთელი რიგი ოჯახური პრობლემები მოჰყვა; ნაყომმა ქმარი დაკარგა; იოანე ნათლისმცემელი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და ექსცენტრიკული კაცი იყო; პეტრე ადვილად კარგავდა მოთმინებას; მართა ზედმეტს ზრუნავდა; სამარიელმა ქალმა 5 ქმარი გამოიცვალა; ზაქე არავის უყვარდა; თომა ეჭვობდა; პავლეს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა; ტიმოთე კი მეტისმეტად ხათრიანი იყო… როგორც ხედავთ, აქ ადამიანური სისუსტეების მთელი კრებულია ჩამოთვლილი, რაც საკმარისია იმისთვის, რომ უარი თქვათ მსახურებაზე, მაგრამ თითოეული ამ ადამიანის მეშვეობით ღმერთმა დიადი საქმეები მოიმოქმედა. თქვენი მსახურებითაც მოიმოქმედებს ღმერთი დიად საქმეებს, თუ თავს დაანებებთ თავის მართლებას და მსახურებაზე უარს არ იტყვით.

ჩატვირთვა...