მაქს ლუკადო: „როგორია თქვენი გულის მდგომარეობა?

215

ჯერ კიდევ მახსოვს, პირველად რომ ვნახე ის. სამსახურში მამაჩემთან ერთად მივდიოდი – საინტერესო და ამაღელვებელი იყო 10 წლის ბავშვისთვის, რომლის მამაც ნავთობმომპოვებელ კომპანიაში მუშაობდა. „პიკაპის“კაბინაში იმდენად მაღლა ვიჯექი, რამდენადაც შემეძლო,დამენახა დასავლეთ ტეხასის უსასრულო ველები. სოფელი ვაკე ადგილას იყო გაშენებული და სატუმბ მანქანებსა და ქარის წისქვილზე მაღალი იქ არაფერი იყო. შეიძლება სწორედ ამიტომ მეგონა ყველაფერი კოლოსალური. ის ჰორიზონტზე მოჩანდა, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკური ქალაქი.

„რა არის ეს?“

„ეს ქარხანაა,“ – მიპასუხა მამამ.

მილების, ავზებისა და გენერატორების ჯუნგლები – გამათბობლები, ტუმბოები, მილები, ფილტრები, სარქველები, შლანგები, ჩამრთველები. ეს ჰგავდა „TinkerToy“-ს  გიგანტურ ნაკრებს.

ტექნოლოგიის ფუნქცია ამ ლაბირინთში განისაზღვრება მისი სახელით: ის წმენდს. ბენზინი, ზეთი, ქიმიკატები – ნავთობგადამმუშავებელი იღებს იმას, რაც მოდის და წმენდს, რომ ის მზად იყოს სარეალიზაციოდ.

ქარხანაში ნავთობისთვის და სხვა პროდუქტებისთვის იმავეს აკეთებენ, რაც თქვენმა „გულმა“ უნდა გააკეთოს თქვენთვის. ის ფილტრის როლს ასრულებს: გარეთ გამოაქვს ცუდი და იყენებს კარგს. ჩვენ ვფიქრობთ გულზე, როგორც გრძნობების ადგილზე, ვლაპარაკობთ „გულისტკენაზე“ და „გატეხილ გულზე.“

მაგრამ როდესაც იესომ თქვა: „ნეტარ არიან გულით სუფთანი,”ის სხვა კონტექსტში საუბრობდა. გული, იესოს მსმენელთათვის, იყო შინაგანი პიროვნების მთლიანობა – საკონტროლო კოშკი, კაბინა. გული აღიქმებოდა,როგორც ხასიათის ადგილი – სურვილების წარმოშობა, გრძნობები, აღქმები, ფიქრები, აზრები, წარმოსახვა, სინდისი, განზრახვანი, მიზანი, ნება და რწმენა.

ამგვარად, მუხლი გვაფრთხილებს: „უპირველეს ყოვლისა, დაიცავი შენი გული, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.“

ებრაელების აზრით, გული არის სამყურა ფოთლის ცენტრი, სადაც იკვეთება ყველა ემოცია, ცრურწმენა და სიბრძნე. ეს არის ცვლილებების სახლი, რომელიც იღებს ხასიათებით, ემოციებით, იდეებით დატვირთულ დაზიანებულ მანქანებს და მათ სწორ გზაზე აყენებს.

და ასევე, დაბალი ხარისხის ზეთი ან ბენზინი გაიძულებთ თქვენ, ეჭვქვეშ დააყენოთ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მუშაობა. ბოროტი ქმედებანი და ცუდი ფიქრები გვაიძულებს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი გულის მდგომარეობა.

ის, რაც პირიდან გამოდის, გულიდან მომდინარეობს და ეს ხდის ადამიანს „უწმინდურს“. რადგან გულიდან მოდის ბოროტი ფიქრები, მკვლელობა, მრუშობა, სექსუალური უზნეობა, ქურდობა, ცილისწამება…

კარგ ადამიანს გარეთ გამოაქვს ის, რაც კარგი ინახება მის გულში, ბოროტ ადამიანს კი ის, რაც ცუდი ინახება მის გულში; რადგან გულის სისავსიდან ლაპარაკობს მისი პირი.

ეს მუხლები ხაზს უსვამს და ნათლად წარმოაჩენს იმავე ჭეშმარიტებას: გული არის სულიერი ცხოვრების ცენტრი. თუ   ცუდია ხის ნაყოფი, ნუ შეეცდებით მის გაუმჯობესებას, უმკურნალეთ ხის ფესვებს. და თუ ადამიანის ქმედება არის ბოროტული, საკმარისი არ არის, რომ შეიცვალოს ჩვევები, თქვენ უფრო უნდა წახვიდეთ სიღრმეებში. უნდა წახვიდეთ პრობლემების ცენტრში, რომელიც გულის პრობლემებია.

ამიტომ არის გულის მდგომარეობა ასეთი კრიტიკული. როგორია თქვენი მდგომარეობა?

როდესაც ვიღაც „გიყეფთ“, თქვენც „უყეფთ“ მას, თუ ჩუმდებით? ეს თქვენი გულის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

როდესაც თქვენი განრიგი შევსებულია ან საქმეების სია არის გრძელი, კარგავთ სიმტკიცეს, თუ ინარჩუნებთ მას? ესეც თქვენი გულის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

თქვენ ხედავთ ქუჩაში ქალბატონს მძიმე ჩანთით, როგორ აღიქვამთ ამას, როგორც ზედმეტ ტვირთს თუ როგორც ღმერთის მიერ მოცემულ სიკეთის გაკეთების შესაძლებლობას?

ეს დამოკიდებულია თქვენი გულის მდგომარეობაზე.

თქვენი გულის მდგომარეობა გკარნახობთ იმისდა მიხედვით, თუ რა გაქვთ გულში, წყენა თუ  მადლიერება; ეძებთ სიბრალულს, თუ ეძებთ ქრისტეს; განიცდით ადამიანურ ტკივილს, თუ გრძნობთ ღმერთის წყალობას.

გასაკვირი არ არის, რომ ბრძენი ადამიანი ითხოვს – „უპირველეს ყოვლისა, დაიცვას საკუთარი გული.“

დავითის ლოცვა უნდა იყოს ჩვენიც: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო.“

და იესოს სიტყვები ჭეშმარიტია: „ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.“

გაამახვილეთ ყურადღება ამ კურთხევაზე: პირველ რიგში, გაწმინდეთ გული და შემდეგ იხილავთ ღმერთს. გაწმინდე ქარხანა და შედეგი იქნება სუფთა პროდუქტი.

ხშირად ჩვენ ვარღვევთ წესრიგს: ვცდილობთ შევცვალოთ შინაგანი სამყარო, გარეგანი სამყაროს შეცვლით.

კურთხევის გზავნილი ნათელია: თუ შევცვლით ჩვენს გულს, შეიცვლება ჩვენი ცხოვრებაც.

როგორ ცვლით თქვენს გულს? იესომ მოგვცა გეგმა, მთაზე ქადაგების დროს. კიდევ ერთხელ განშორდით კურთხევას, ნეტარებას და ნახავთ მათ თანმიმდევრულად.

პირველ ნაბიჯად ითვლება სიღარიბის გაცნობიერება და მისი მიღება: „ნეტარ არიან სულით ღარიბნი…“ ღვთაებრივ სიხარულს იღებენ არა ისინი, ვინც მას გამოიმუშავებენ, არამედ ისინი, ვინც გააცნობიერებენ, რომ ამას არ იმსახურებენ. სარას, პეტრეს და პავლეს სიხარული მოვიდა მაშინ, როდესაც ისინი დანებდნენ; როდესაც ისინი ითხოვდნენ მაშველს, ცურვის გაკვეთილის ნაცვლად; როდესაც ისინი ეძებდნენ მხსნელს, ქვეყნიერების ნაცვლად.

მეორე ნაბიჯი მწუხარებაა: „ნეტარ არიან მგლოვიარენი…“ სიხარული მოდის მათთან, რომელნიც გულწრფელად ნანობენ თავიანთ ცოდვებს. ჩვენ აღმოვაჩენთ ბედნიერებას, როდესაც ვტოვებთ სიამაყის ციხეს და ვინანიებთ ურჩობას.

გლოვას მოჰყვება მორჩილება. მორჩილნი არიან ისინი, რომელნიც ნებას აძლევენ უფალს, რომ გამოიყენოს. გასაოცარია, რომ ღმერთს შეუძლია მათი გადარჩენა, ასევე მათთვის გასაკვირია, რომ ღმერთი იყენებს მათ. ისინი არიან კლარნეტის სექციის უმცროსკლასელები, რომლებიც უკრავენ „Boston Pops“-ში. ისინი არ ეკითხებიან ხელმძღვანელს, თუ რა უნდა გააკეთონ. ისინი უბრალოდ აღტაცებულნი არიან კონცერტზე მონაწილეობის გამო.

შედეგი პირველი სამი ნაბიჯი:

  1. თქვენ აღიარებთ ცოდვებს – თქვენ ხართ გადარჩენილნი.
  2. თქვენ აღიარებთ სისუსტეს  – თქვენ იღებთ ძალას.
  3. თქვენ ამბობთ, რომ წუხხართ – თქვენ პოულობთ პატიებას.

ეს არის მოულოდნელი გზა, სასიამოვნო შეხვედრებით სავსე.  ცხოვრებაში ერთხელ, თქვენ ხართ დამოკიდებულნი რაღაც პოზიტიურზე – რაც გაძლევთ სიცოცხლეს და არა გფიტავთ. და თქვენ გაქვთ მეტის მოთხოვნილება.

შემდეგ მოდის კურთხევა. რაც უფრო მეტს იღებთ, მით უფრო მეტს გასცემთ. თქვენთვის ადვილია, გასცეთ მადლი, რადგან აცნობიერებთ, რომ ბევრი გაქვთ. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ღმერთმა გააკეთა ჩვენთვის.

ცხოვრებაში პირველად, თქვენ იპოვით მუდმივ ბედნიერებას, ბედნიერებას, რომელიც არ არის დამოკიდებული თქვენს ახირებებსა და ქმედებებზე. ეს ბედნიერება არის ღმერთისგან, რომლის წართმევა არავის შეუძლია.

თქვენს გულში წმინდა სიხარულია.

ის არის წმინდა, რადგან მხოლოდ ღმერთს შეუძლია მისი მოცემა. და ეს სასიამოვნო იყო თქვენთვის, რადგან არ ელოდებოდით მას.

ფიქრობთ, რომ თქვენი გული არ არის სრულყოფილი? მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ ხართ უძლეველი, თქვენ ხართ დაცული ღვთის მიერ. გახსოვდეთ, რომ თქვენს შემოქმედს შეუძლია თქვენი შინაგანის  განწმენდა.

ჩატვირთვა...