არტურ სიმონიანი: „ნუ იქნები მაყურებელი, არამედ იყავი მონაწილე!”

181

ჩვენ დღეს კითხვას უნდა ვსვამდეთ: „იესო,  რა  შემიძლია  გავაკეთო შენთვის“ და არა “იესო, რას გამიკეთებ მე?”

საქმის გარეშე რწმენა მკვდარია. წადი და იქადაგე სახარება ქვეყნიერებაზე!!!

დიდხანს უნდა ელოდო კარგ დროს? თუ ელოდები, მართლაც დიდხანს მოგიწევს ლოდინი. ნუ იქნები მომლოდინე, დღესვე იმოქმედე.

რწმენა, ეს არის მოქმედება მთელი გულით.

თუ შენ მონაწილეობ, ესე იგი, გწამს.

დაიწყე რაიმეს კეთება და გამოღვიძებაც მოვა.

იყავი აქტიური ეკლესიურ პროგრამებში.

გვეყოფა ეკლესიებში ჯდომა და ლოდინი, თუ ხალხი როდის მოვა ჩვენთან.

მოვიდა დრო, ქალაქიდან ქალაქში ვიაროთ და ხალხს ქრისტეზე ვესაუბროთ.

 ეკლესია მახარებელი უნდა იყოს.

სანამ შენ რამეს არ გააკეთებ, ვერ განიცდი სიხარულს, სიხარულის გარეშე შენ ბოლომდე ვერ წახვალ.

აკეთე სიკეთე და  ხარობდე.

დროა შეიცვალო და აკეთო საქმე სხვებისათვის.

მწყემსის მსახურება – ეს არის შეხვედრებზე ყოფნა და ხალხის მოყვანა ღმერთთან და არა ოფისებში  ჯდომა.

მწყემსის სამსახური – ყოველთვის ესწრება შეხვედრას. შეხვედრას ღმერთთან, შეხვედრას ადამიანებთან!

მსახური ყოველთვის მოქმედებაში უნდა იყოს. ნამდვილი მსახურები ისინი  არიან, ვინც ეკლესიდან არათუ წყენის  გამო მიდიან, არამედ მათ ჯოხითაც კი ვერ გააგდებ ეკლესიდან, ისინი არ ეძებენ იმის გამართლებას, თუ რატომ არ ემსახურებიან ღმერთს.

სომხეთის ქრისტიანული ეკლესია “სიცოცხლის სიტყვის”  ხუცესი არტურ სიმონიანი.

2013 წლის 25 სექტემბერი.

ჩატვირთვა...