პოლ ვოშერი – „დაკავებული ქრისტიანი” (ვიდეო)

230

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას, ერთ-ერთი რამ, რაც გამუდმებით მესმის ხალხისგან, ისაა, თუ რა მოუცლელები არიან ისინი.

თითქოს დღე-ღამეში 24 საათი აღარ იყოს,

ყველა დაკავებულია,

ყველა გადაღლილია დღის ბოლოს,

ყველანი ზაზუნებს ვგავართ, რომლებიც გამუდმებით ბორბალში დარბიან, მაგრამ მაინც ვერსად მიდიან. ვეღარ ვსუნთქავთ დაღლილობისგან.

ეს საშინლად უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაზე.

ერთი ურწმუნო ფსიქიატრი იყო, დამავიწყდა მისი სახელი.

ხშირად არ მომყავს ურწმუნო ფსიქიატრების ციტატები, მაგრამ მან ასეთი სიტყვები თქვა ერთხელ:

ინგლისურ ენაში არის გამონათქვამი, რომ სიჩქარე ბოროტისგანაა, მაგრამ მან თქვა, რომ ეს არაა სიმართლე, თავად სიჩქარეა ბოროტება.

მას უბრალოდ იმის თქმა სურდა, რომ სიჩქარე ერთ-ერთია, რაც ყველაზე მეტად აზიანებს ცალკეულ ადამიანებს, საზოგადოებას, კულტურას და მე დავამატებ, რომ ეს ეკლესიასაც ძალიან აზიანებს.

იმდენი რამაა, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს.

და ახლა, როდესაც ინტერნეტიზაციის ბუმია, არსებობს ტვიტერი, ფეისბუკი, სხვადასხვა საიტები და ამ მოზღვავებული ინფორმაციის გამო აღარ გვაქვს დრო;

იმის გამო, რომ ხალხი ძალიან ეგოცენტრულია და ყველას კინოვარსკვლავობა სურს;

ყველას აქვს თავისი ფეისბუკის გვერდი და საკუთარი ტვიტერის ანგარიში.

ისინი ხმამაღლა უყვებიან მსოფლიოს ყველაფერს იმის შესახებ, რასაც აკეთებენ, ვინ არიან, რისი სწამთ…

ვფიქრობ, ზოგიერთი რამ აქედან კარგია, მაგრამ, უმეტესწილად, ეს დროის უქმად ფლანგვა.

ისმის კითხვა: თუ ყველა ასეთი დაკავებულია, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ პრობლემის გადასაჭრელად?

პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღმერთი არ მოგვიწოდებს იმისკენ, რომ ყველაფერი ვაკეთოთ.

ღმერთმა მოგვიწოდა, რათა მისი ნება აღვასრულოთ.

ამრიგად, თუ გვინდა ჩვენი ცხოვრების მოწესრიგება, უნდა ვიცოდეთ უფლის ნება. ამის შესახებ კი წმინდა წერილიდან ვიგებთ.

ყველა კითხვის პასუხი წმინდა წერილშია. გადაშალე იგი, წაიკითხე სიტყვა, გაიგე, რისი თქმა სურს უფალს.

ჩემზეც ახდენს ეს ყველაფერი გავლენას, მაგრამ მე ამას იმით ვუმკლავდები, რომ პრიორიტეტებს ვანაწილებ. იმედია, რომ ეს ჩემი კი არა, უფლის პრიორიტეტებია.

რა არის ჩემი უპირველესი პრიორიტეტი?

ყოველდღიურად ნომერი პირველი პრიორიტეტი არის უფალთან შეხვედრა.

დროის გატარება ღვთის სიტყვის კითხვაში, დროის გატარება ლოცვაში,

რადგან ეს ზეგავლენას ახდენს მთელ ჩემს ცხოვრებაზე.

თუ ასე არ ვიქცევი, ურჩი ვარ,

თუ ასე არ ვიქცევი, არავისთვის ვარ კარგი.

იცით, მარტინ ლუთერმა ერთხელ თქვა:

დღეს იმდენად დაკავებული ვარ, რომ თუ სამ საათზე ნაკლებს ვილოცებ, ვერაფრის გაკეთებას ვერ მოვასწრებ.

ხედავთ, რა განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა მას?

ჩვენ ვამბობთ, იმდენად დაკავებულნი ვართ, დღეს ვერ ვილოცებთ.

მან კი თქვა, რომ იმდენად დაკავებული იყო, რომ აუცილებლად უნდა ელოცა.

ამრიგად, უფალი დაეხმარებოდა მას დღის მოწესრიგებაში და ხელს მოუმართავდა ყველა საქმის კეთებაში.

ამრიგად, უპირველესი არის უფალთან შეხვედრა მისი სიტყვისა და ლოცვის მეშვეობით.

მეორე, რაც მნიშვნელოვანია, რაც კიდევ ერთი პრიორიტეტია,

არის ურთიერთობები, რომლებიც მომცა უფალმა.

ჩემი უპირველესი ურთიერთობა ამქვეყნად მაქვს ქალთან, რომელიც არის ჩემი მეუღლე.

უნდა დავრწმუნებული ვიყო, რომ ვასრულებ ჩემს მოვალეობებს მეუღლესთან ურთიერთობებსა და მეგობრობაში.

ამის შემდეგ ჩემი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანაა მამობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შინ ვაძლევთ განათლებას შვილებს. ჩემს შვილებს ყველაფერი უნდა მივცე, რაც ვიცი და რაც შემიძლია.

ამასთან ერთად, მე უნდა ვიმუშაო კიდეც. მე მაქვს მისია, მე მაქვს სამსახური, რომელიც მოითხოვს, სულ ცოტა, 8 საათის მუშაობას დღის განმავლობაში.

და ზოგჯერ ეს ციფრი ორმაგდება კიდეც. ამრიგად, როცა სამსახურში ვარ, ბევრს ვმუშაობ. არ ვერთობი, ბევრს არ ვსაუბრობ ხალხთან. მე ვმუშაობ. რატომ? იმისთვის, რომ გავაკეთო, რაც მევალება და მივუბრუნდე სხვა პრიორიტეტებს, რომლებიც ყოველთვის ურთიერთობებს ეხება.

ჩემი ურთიერთობა ღმერთთან,

ჩემი ურთიერთობა ოჯახთან,

ჩემი ურთიერთობა დებსა და ძმებთან ქრისტეში.

და შემდეგ ურთიერთობა ხალხთან, ვისაც სჭირდება იესო ქრისტე.

ვფიქრობ, ადამიანებისათვის ყველაზე კარგი იქნება, თუ უფალთან შეხვედრას პირველ ადგილას დააყენებენ,

შემდეგ კი იმ ურთიერთობებს, რომლებიც ღმერთმა მისცა მათ.

ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ის სამსახური, რომელიც საჭიროა საკუთარი ოჯახების შენახვისთვის.

და თუ დრო აღარ დაგრჩებათ, ნაცვლად იმისა, რომ ღმერთთან ურთიერთობის დრო შეზღუდოთ, შეზღუდეთ ფეისბუკზე ყოფნის დრო, გამორთე ტვიტერი, გამოდი საიტებიდან, რომლებიც გამუდმებით გახსნილი გაქვს.

დადე ტელეფონი, ნუ გაერთობი მიმოწერით.

ეს რაღაცები უმნიშვნელოა.

უმნიშვნელოა.

არის ერთი რამ, რაზეც მინდა დაგაფიქროთ.

ღმერთმა შეგვქმნა ურთიერთობისთვის, რათა მასთან გვქონდეს ურთიერთობა.

და ასევე სხვებთან ურთიერთობისთვის.

იმ დღეს, როდესაც მე სიკვდილის პირას ვიქნები, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე,

გულში ბევრ რამეს ვინანებ, თუ ცხოვრებაში ღმერთის მიერ მოცემული ურთიერთობები უარვყავი.

განსაკუთრებით ოჯახთან, დებსა და ძმებთან ქრისტეში.

არ მგონია, რომ იმ დროს ძალიან შემაწუხებს, ტვიტერი თუ არ მექნება,

ან თუ ფეისბუკის გვერდი არ მექნება შექმნილი.

დაადგინეთ თქვენი პრიორიტეტები და არ გექნებათ უამრავი პრობლემა დროის განკარგვასთან დაკავშირებით.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...