პოლ ვოშერი: „ეს ომია!”

303

ღმერთის ხალხო, ჩვენ არ ვართ შექმნილნი, რათა ვიცხოვროთ ისე, როგორც ადამიანების უმრავლესობა ცხოვრობს! ჩვენ შექმნილნი ვართ: ბრძოლისთვის, ჭიდილისთვის, შრომისთვის! ჩვენ შექმნილნი ვართ იმისათვის, რომ მივუძღვნათ თავი უფრო აღმატებულსა და მარადიულს.

ადამს მცნებად მიეცა, რათა დამორჩილებოდა ღმერთს. ყოველივე, რაც შეიქმნა, ღმერთის ნებით, ჰარმონიაში მოეყვანა. დაემკვიდრებინა მისი მმართველობა და ყველა მისი საქმე ღვთის ნებისამებრ აღესრულებინა.

ახლა ჩვენ ვცხოვრობთ დაცემულ სამყაროში, რომელიც სიბნელესა და სიკვდილშია. ბოროტის სამეფო მთელ დედამიწაზე გავრცელდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ მოწოდებულნი, რომ გავერთოთ ვიდეოთამაშებით, ვისხდეთ ტელევიზორების წინ. ჩვენ არ ვართ მოწოდებულნი იმისათვის, რომ თავი უმნიშვნელო წვრილმანებს მივუძღვნათ, არამედ მოწოდებულნი ვართ, რათა წინ წავწიოთ ღვთიური სამეფო! ვიბრძოლოთ ცათა სასუფევლისთვის და მხოლოდ დროდადრო დავუშვათ ჩვენი მახვილი და ავიხედოთ ზევით, რათა დავინახოთ ღიმილი.

მე მინდა ბრძოლა! მე არ მინდა კომფორტი! მე არ მინდა გულგრილობა, რადგან ღმერთის სამეფო იგება არა მათ მიერ, ვინც გულგრილად ისვენებს სიონზე, არამედ მათი მეშვეობით, რომლებიც გამოდიან ქუჩებში და იბრძვიან. ჩვენი საბრძოლო იარაღები არ არის ხორციელი, ისინი ძლიერია: შუამდგომლობითი ლოცვები, სახარების ქადაგება და მსხვერპლად შეწირული სიყვარული.

აღდექით, ღვთის მეომრებო! გააკეთეთ ის, რისთვისაც ხართ მოწოდებულნი! იყავით მამაცები და ძლიერები! იცოდეთ, რომ ეს ღირებულია. დაიკავე შენი ადგილი იესო ქრისტესა და მის საქმეებთან ახლოს და დაინახავ, როგორ დაიწყებს ეშმაკი შენ კვალდაკვალ სიარულს, რათა მოგაყენოს დარტყმები, მაგრამ სწორედ ეს არის ომის არსი!

ასე რომ, მან მოგვცა დავალება, ვიაროთ ღამით ჩვენს ოთახებში, საუბრით: „არის ადგილი, სადაც მას თაყვანს არ სცემენ! არსებობს ადგილი, სადაც მას არ განადიდებენ! მე არ შემიძლია ძილი! არის ადგილი, სადაც სიონის დროშა არ ფრიალებს!“

აი, რისთვის ვართ შექმნილნი! გადავდოთ ჩვენი პატარა, დროებითი საქმეები გვერდით და მივუძღვნათ თავი ამ დიად ბრძოლას!

ჩატვირთვა...