პოლ ვოშერი – „ნამდვილად ქრისტიანი ხარ?” (ვიდეო)

103

რა არის ხსნა? როგორ უნდა მივიღოთ იგი? საიდან უნდა გაიგო, რომ დახსნილი ხარ? დახსნილი ხარ, რადგან ერთხელ ილოცე, რომ შენს გულში უფალი იესო შემოსულიყო? რადგან რომელიმე მქადაგებელმა შენს ბიბლიაზე თავისი სახელი და თარიღი დააწერა?

არა, შენ დახსნილი ხარ, თუ უფლის სული გიმოწმებს, რომ ხელახლა ხარ შობილი. დახსნილი ხარ, თუ შენი ცხოვრება შეიცვალა, კვლავაც იცვლება და ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება. მაშინ კი, როცა ჩერდები, მოსიყვარულე და მოწყალე ღმერთი მოდის და გწვრთნის, ისევ სწორ მიმართულებას გიჩვენებს.

არსებობს განსხვავება. ვერ ხედავთ? ის, რასაც ზოგიერთები ქადაგებენ, არ არის სახარება და მათ ქადაგებას არავითარი ძალა არ გააჩნია. ეს სახარება არ არის. ყველას ვეტყვი, რომ ისინი სახარებას არ ქადაგებენ.

თარგმანი: ნინო ხუროშვილი.

გახმოვანება: ლაშა კაკაშვილი.

ჩატვირთვა...