პოლ ვოშერი: „შენს ნებას ასრულებ თუ ღვთისას?”

330

იოანეს 4:34 მუხლში ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ: „უთხრა მათ იესომ: ‘ჩემი საჭმელია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე.“

იცით, ყველაზე მეტად რამ შემაწუხა,როდესაც ცოტა ხნის წინ ვლოცულობდით? ვილოცებდი ასე გულმოდგინედ ან ასე შეშფოთებული ვიქნებოდი ამ შეხვედრის გამო ჩვენი რომ არ ყოფილიყო ის? მე რომ არ ვყოფილიყავი მქადაგებელი? ძალიან ბევრს ვაკეთებ ჩემთვის, ჩემი საკვებისთვის…მაგრამ უფალი ყოველთვის ამბობდა: „ჩემი  საკვები, ჩემი საარსებო წყარო, ის, რისთვისაც ვცხოვრობ, არის ჩემი მამის ნების აღსრულება.“

სწორედ ამიტომ ის, თუ რამდენს ლოცულობს კაცი, მეტს ამბობს მის შესახებ, ვიდრე ის, თუ რამდენს ქადაგებს. შეიძლება ბევრი მიზეზის გამო ქადაგებდე, მაგრამ განმარტოებით ლოცვა ნიშნავს უფლის ნების აღსრულებას და მამის სუფრიდან წმინდა საკვების ჭამას. ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ნამდვილად არ ვართ ქრისტეს მსგავსნი.

კანონის უზენაესობის რეფორმებზე ბევრს საუბრობენ. კაცს კანონი გაასამართლებს და ეს სარწმუნოა. მაგრამ ეს ძალიან ცოტაა ჩემთვის, რომ მხოლოდ კანონმა გამასამართლოს. დააყენეთ პოლ ვოშერი სასწორის ერთ მხარეს, ხოლო კანონი-მეორე მხარეს. ერთ რამეს მიიღებთ. დიახ, მე დავმარცხდები. მაგრამ იცით, რა არის უფრო რთული შესადარებელი? დააყენეთ პოლ ვოშერი ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს – სრულყოფილი კაცი – იესო ქრისტე, რათა მას შევადაროთ. ეს არის ჩვენი მიზანი. შეიძლება ითქვას, ჩვენი ერთადერთი საჭიროებაც კი, რათა ვიყოთ ქრისტეს მსგავსნი.

დიდი გაბედულება გაქვთ მაშინ, როდესაც ლოცვის დროს ამბობთ: „გამხადე, უფალო, ქრისტეს მსგავსი. არ მაღელვებს, თუ ჩამოქვეითება მომიწევს, არ მაინტერესებს, თუ ჩემს მსახურებას დაემუქრება რამე, არ მანაღვლებს, რა მოხდება, გამხადე იესო ქრისტეს მსგავსი!“ პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოგაქვთ საკუთარი თავისთვის. თუმცა, სანამ ხორბლის მარცვალი მიწაზე არ დაეცემა და არ მოკვდება, ნაყოფს არ გამოიღებს. დიდი ცოდვა არ არის, რომ საკუთარი ძალებით ვცდილობთ, გავუმკლავდეთ პრობლემას?

ჩვენს კულტურაშიც კი ვასწავლით, რომ თუ კაცს სჭირდება მანქანა და არაქვს ფული, რას აკეთებს? მიდის ბანკში და საკუთარი ძალებით ცდილობს პრობლემის მოგვარებას. სხვა შემთხვევაში კი ადამიანი ამბობს: „მე მჭირდება მანქანა, სახლი, თუმცა არ მაქვს ფული. მამა, მე მინდა, რომ ეს ქრისტეს სახელით გავაკეთო, შენი მსახურებისთვის, მაგრამ, მამა, მე თვითონ არაფერს წამოვიწყებ. შენ დამანახე, გამიძეხი დაწარმართე ჩემი ნაბიჯები.“ მთლიანად მას ვენდოთ, სრული ნდობით.

ეს დამოწმება არ არის ჩემ შესახებ, არამედ იესოს ქრისტეს შესახებ გესაუბრებით. მინდა, რომ უფალს ხედავდეთ. მინდა, რომ დაინახოთ კაცი, მთლიანად უფლის ნებას დამორჩილებული. მინდა მიხვდეთ, რომ თქვენც სწორედ ამისკენ ხართ მოწოდებულნი. ლოცვა არაფერი არ იქნება, თუ ამ პრობლემას არ გადალახავთ.

ეს არის საკუთარის ნების დასასრული და ჩვენი თავების იესო ქრისტესთვის დამორჩილება. ვიღაც იკითხავს: „იქ რატომ წახვედი, ან ეს რატომ გააკეთე?“ პასუხი კი იქნება: „რადგან მჯერა, რომ ეს უფლის ნება იყო.“  დიახ, მე არ მაქვს შესაძლებლობა, გარდა უფლის ნების აღსრულებისა! თუ ყველა კარი ყველა ქმნილებისთვის გაიღება და უფალი იტყვის: „შეჩერდი!“,  შენი შეჩერებით უფალს განადიდებ და უამრავ საფრთხეს აარიდებ საკუთარ თავს.

ჩატვირთვა...