პოლ ვოშერი: „ცხოვრება მარადისობისთვის”

478

არასოდეს არავის შეეძლო, რომ გაეძლო ნაქადაგები სახარების ძალისათვის.

ადამიანები ან ცხოველური გააფრთებით შეეწინააღმდეგებიან სახარების სიტყვებს, ან კიდევ მოექცევიან ქრისტესკენ. უძღვენით საკუთარი თავი ქრისტეს! მიენდეთ მას! მიენდეთ!

ჩვენ იმისთვის არ ვართ მოწოდებულნი, რომ იმპერიები ვაშენოთ! ჩვენ იმისთვის არ ვართ მოწოდებულნი, რომ ადამიანებმა მიგვიღონ! ჩვენ უფლის სადიდებლად ვართ მოწოდებულნი! მარადისობა!

იმ დღეს, როდესაც დიადი ღმერთის წინაშე წარდგებით დიდებულ დარბაზში, მეფეები, ისინი, ვინც იყვნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, დახოცილნი იქნებიან. ერთნი მარადიულ ჯოჯოხეთში გადაიყრებიან, მეორენი კი საუკუნო დიდების ადგილზე იქნებიან მიწვეულნი. ცხოვრება მარადიულობისთვის – ესაა მთავარი!

ეს ოლიმპიელები, რა დიდებულნი არიან ისინი, მაგრამ ეს მხოლოდ წუთიერია. ისინი მომზადებას 4-5 წლის ასაკიდან იწყებენ და მხოლოდ ამ საქმით არიან დაკავებულნი 22 წლამდე. ისინი ცხრაწამიან შეჯიბრებაში მონაწილეობენ მედლისთვის, რომელსაც შემდეგ კედელზე ჩამოკიდებენ და სულ ეს არის. ასე ვერ მოიქცევით მარადისობასთან მიმართებით!

უსასრულო დიდების მქონე ერთადერთი პიროვნება არსებობს – უფალი და თქვენ ამ დაუსაბამო მარადისობის განმავლობაში უფრო და უფრო მეტს შეიტყობთ მის შესახებ, მაგრამ მაინც ვერასოდეს შეძლებთ, ცოტათი მაინც ჩასწვდეთ მას. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია; აღარ შემიძლია, მხოლოდ წიგნები ვიკითხო; აღარ შემიძლია, ვიცხოვრო ისე, რომ მხოლოდ ვიკითხო გამოღვიძების შესახებ, იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც იცნობდნენ ვიღაცას, ეს ვიღაც – კიდევ ვიღაცას და ეს ვიღაც – შენ, ღმერთო.

რამდენი განსხვავებული რამ უნდა იცოდე, რომ აკეთებდე დიდებულ საქმეებს? და ყველა ეს წიგნი, მოაშორეთ წიგნები ღმერთის შესახებ, მხოლოდ ბიბლია. ამისთვის ვშრომობთ და ვიბრძვით, რადგან ჩვენი იმედი ცოცხალ ღმერთზე დავაფუძნეთ. ჩვენ ვემსახურებით ღმერთს და ღმერთი დაგვაჯილდოებს. ჩვენ საკუთარი იმედი მასზე დავამყარეთ და ეს ძალას გვმატებს… ძალას…

ეს ცხოვრება თვალსა და ხელს შუა ქრება, მე 47 წლის ვარ და თითქოს გუშინ ვიყავი 21-ის. ეს ყველაფერი სად წავიდა? ორთქლად იქცა! იქადაგე იმ დროს, როდესაც ძლიერი ხარ! მე ვადიდებ უზენაეს, ყოვლისშემძლე ღმერთს. როგორც ახალგაზრდა კაცმა, მე დავყავი დრო ანდების მთებში, პერუს ჯუნგლებში, რომ მეკეთებინა ის, რისთვისაც მეტად აღარ მექნებოდა ძალა.

როცა ახალგაზრდა ხარ, როცა ძალა გაქვს, იშრომე მთელი შესაძლებლობით, დათმე ეს სულელური ვიდეოთამაშები, მოისროლე ტელევიზორი ფანჯრიდან!.. შენ უკეთესი საქმეებისთვის ხარ შექმნილი, ვიდრე ეს ყოველივეა. თუ მეფის შვილი ხარ, არაფერია დედამიწაზე ისეთი, რაც შენ დაგაკმაყოფილებს, არაფერი… მინდა, უფლის ძლიერება ჩემს ცხოვრებაში ვიხილო; მინდა, ვიცნობდე მას!

გარკვეული ცვლილებები უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს. უფლის წინაშე უნდა წარდგე. ეს გარდაუვალია!

უფალო, ნებისმიერი რამ, რაც საჭიროა! ნებისმიერი რამ, რაც საჭიროა, რომ გმორჩილებდე და გემსგავსებოდე…

ჩატვირთვა...