არტურ სიმონიანი: „ღვთისმსახური უნდა იყოს წმინდა და ფხიზელი”

301

„მე მინდა გავხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი მსახურებისათვის, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელს სვამენ,“ – განაცხადა ღია წერილში ეკლესია “სიცოცხლის სიტყვის” ხუცესმა არტურ სიმონიანმა. უკვე აუტანელი ხდება, რომ უფრო და უფრო მეტი მსახური იწყებს ალკოჰოლური სასმელების მიღებას.”

ვერსად ნახავთ ნორმალურ დაწესებულებას, სადაც თანამშრომლებს უფლებას  აძლევდნენ, ალკოჰოლური სასმელი მიიღონ. მაგალითად: არც ერთი მენეჯერი ან ბანკის მმართველი არ დაუშვებს იმას, რომ თავისი თანამშრომელი სამუშაო საათებში სვამდეს  ალკოჰოლს; ასევე  მფრინავს, რომელიც ალკოჰოლს ეტანება თვითმფრინავის მართვის  დროს, ან სამსახურიდან გააგდებენ, ან, უკეთეს შემთხვევაში, დასჯიან. კიდევ ერთი  მაგალითი, ვფიქრობ, რომ არც ერთი თქვენგანი არ დათანხმდებოდა ოპერაციას, თუ ეცოდინებოდა, რომ ექიმი ნასვამია.

ჩნდება კითხვა, აქვს კი უფლება უფლის მსახურს ალკოჰოლის მიღებისა?

ყოველი მსახური, რომელიც ან მუშაობს, ან მსახურობს ეკლესიაში, ემსახურება ღმერთის ხალხს. ყოველმა ადამიანმა, რომელიც ხდება ღვთისმსახური, იცის, რომ მას არ აქვს „სამუშაო საათები”, არამედ ის მოწოდებულია 24-საათიანი მსახურებისათვის. წარმოიდგინეთ, ღამის 12 საათია და მსახური სახლში ზის ნასვამი, ამ დროს კი ატყობინებენ, რომ ერთ-ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ის ელოდება ღვთის სიტყვით გამხნევებას, ამ დროს ღვთისმსახური  ნასვამია; აქ ისმის ერთი სერიოზული კითხვა: რა პასუხს გასცემს ეს ნასვამი მსახური იმ ადამიანს, რომელსაც მისი დახმარება სჭირდება? ხომ შეიძლება, მას უკიდურესად მნიშვნელოვანი კითხვა ჰქონდეს?!

ეჭვი მეპარება, რომ ნასვამი მსახური რამე სასარგებლო რჩევას მისცემს იმ ადამიანს, მით უმეტეს, რომ ასეთ მდგომარეობაში ვერ შეძლებს გაიგოს, რას ეუბნება მას სულიწმიდა. აი, ამიტომ გვეუბნება მოციქული პავლე ამ მცნებას: ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.“ (ეფეს. 5:18)

მე ღრმად  ვარ დარწმუნებული, რომ ღვთისმსახური უნდა იყოს წმინდა და ფხიზელი.

არტურ სიმონიანი

ჩატვირთვა...
escort mersin
mersin bayan escort
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
sisli escort
beylikduzu escort
kartal escort
antalya escort
bodrum escort
gebze escort
alanya escort
bursa escort
mеrsin еscоrt
samsun escort
kayseri escort
kоnya еscоrt
gaziantep escort
adana escort
izmir escort
еskisеhir еscоt
izmit escort
kocaeli escort
kusadasi escort
ankara escort
istanbul escort
pendik escort