ვადიმ კალაცეი – “სულიერი ობლობა”

314

ჩვენ უზომოდ გვჭირდება ერთმანეთი. ბევრი იმ საჭიროების დაკმაყოფილება, რომელთა შესახებაც ღმერთს შევღაღადებთ, ჩვენ ირგვლივ მყოფთ ძალუძთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო დროის ეკლესია, განსაკუთრებით ქალაქებში, უკვე აღარ გახლავთ თემი ან ოჯახი. ის უფრო და უფრო ემსგავსება მარტოსული გულების საკვირაო შესაკრებელს.

ჩემს ბიბლიაში ვკითხულობ ეკლესიაზე, რომელიც იყო ერთად, ჰქონდა ერთობა და ერთი გული. მათი ლოცვისას ინგრეოდა საპყრობილის კედლები; ისინი კვებავდნენ საკუთარ მშიერ ხალხს ნაცვლად იმისა, რომ სოციალურ სამსახურებში გაეშვათ; ისინი არ გარბოდნენ წუთისოფლის სასამართლოებში, არამედ ყველა საკამათო საკითხს ოჯახურ საბჭოებზე წყვეტდნენ; ისინი ასწავლიდნენ თავიანთ შვილებს და ზრუნავდნენ თავიანთ ქვრივებზე. ისინი ერთად იყვნენ, მათ ჰქონდათ საერთო გული და ამიტომ ორი-სამი საუკუნის განმავლობაში შეძლეს კიდეც ნახევარი მსოფლიოს დაპყრობა ქრისტესთვის. ამისათვის მათ ერთი გასროლაც არ დასჭირვებიათ; არ დასჭირვებიათ არც საევანგელიზაციო პროგრამები, სატელევიზიო მქადაგებლები და როკ-ენ-როლი.

მძიმე არჩევანია ოჯახის ნაწილად გახდომა და შენი წილი პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც ხდება. მსოფლიოში ფესვგადგმულია სისტემათა გამანადგურებელი მარტოსული სუპერგმირების კულტით. სულიერი ობლობა ჩვენი დროის უბედურებაა. ის ძვირად უჯდებათ ადამიანებს. არსებობს ევანგელიზაცია და არსებობს ანტიევანგელიზაცია. გოგონები და ვაჟები მიდიან სახლში და იწვევენ იქ თავიანთ მეგობრებს, ხოლო ობლები გარბიან სახლიდან და ცდილობენ, გაიყოლიონ კიდევ ვინმე. უბრალოდ იმისათვის, რომ ვიღაც იყოს მათ გვერდით. აი, ასეა.

ჩვენ უზომოდ გვჭირდება ერთმანეთი, მაგრამ მარტოობის მარწუხებში ვართ მოქცეულნი, რადგან ჩვენი სიამაყისა და ეგოიზმის გამო გვეშინია, რომ სუსტ ადამიანებად გამოვჩნდებით, რომ სხვების თვალში არ ვიქნებით სულიერნი ან მოდის მიმდევარნი. ხშირად მოვდივართ ჩვენს შესაკრებელში, ეკლესიაში და ერთმანეთისგან უხილავი კედლებით განცალკევებულნი ვცემთ თაყვანს ზეციერ მამას, რომელიც ყველასთვის ერთია. ჩვენთან ახლა მოდაშია პირადი ხსნა პირად მხსნელთან ერთად, პირადი გამოცხადება, პირადი ურთიერთობები ღმერთთან და შესაბამისად, პირადი პრობლემებიც.

იქვე ახლოს კი უხვადაა მრავალი სულიერი და არა მხოლოდ სულიერი ნიჭი, რომელთა მეშვეობითაც ღმერთს სურს ჩვენს საჭიროებათა აღვსება. მან სწორედ ამისთვის შექმნა ეკლესია. ისინი აქვე არიან. მათ სახელები და გვარები აქვთ.

მე ხშირად მესმის: „სადღაა სიყვარული!“ სიყვარული მართლაც არ არსებობს ოჯახის მიღმა. სიყვარული მხოლოდ ოჯახშია შესაძლებელი. ის ერთმანეთის მიმართ აღებულ მოვალეობათა მეშვეობით ვლინდება. ის შექმნილია ოჯახისთვის. სიყვარული მოდის მამის, ძისა და სულიწმიდის ერთობიდან. ობლებს არ შეუძლიათ სიყვარულის განცდა, ისინი ოჯახის მიღმა არიან. ეს სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.

დღეს ბევრ ადამიანს დაძმური ჩახუტება კი არა, გამოსაფხიზლებელი პანღური სჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ნებისმიერი სახის დასჯა მხოლოდ გაბოროტებას და გაბრაზებას იწვევს ობლებში. დასჯის მიღება შვილების უპირატესობაა. მათ აქვთ უნარი იმისა, რომ ეს სასჯელი სიყვარულის ერთ-ერთ გამოხატულებად მიიღონ. შესაძლოა, ექსტრემალურ, მაგრამ მაინც სიყვარულის გამოხატულებად.
ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ერთმანეთის წინაშე. ჩვენ მხოლოდ ადამიანთა თავყრილობა არ ვართ, ჩვენ ოჯახი ვართ. ჩვენ ერთი მამა გვყავს. ჩვენს ძარღვებში ერთი სისხლი ჩქეფს. ჩვენ და-ძმანი ვართ არა თანამდებობის, არამედ ბუნების მიხედვით. ღმერთო, შეისმინე ჩემი ლოცვა.

ვადიმ კალაცეი

პოეტი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი. ჯგუფ „ახალი იერუსალიმის“ თანადამაარსებელი.

ხუცესი ეკლესიისა „იმედი ერებისთვის“

უკრაინა, კიევი

ჩატვირთვა...
escort mersin
mersin bayan escort
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
sisli escort
beylikduzu escort
kartal escort
antalya escort
bodrum escort
gebze escort
alanya escort
bursa escort
mеrsin еscоrt
samsun escort
kayseri escort
kоnya еscоrt
gaziantep escort
adana escort
izmir escort
еskisеhir еscоt
izmit escort
kocaeli escort
kusadasi escort
ankara escort
istanbul escort
pendik escort