უცვლელი ადამიანური ბუნება

149

იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრისას ცოდვამ კულმინაციას მიაღწია. ეს იყო ცოდვის ყველაზე საშინელი გამოვლინება. არასდროს ყოფილა იგი უფრო შავი ან საძაგელი. ჩვენ აქ ვხედავთ ადამიანის გულს სრულიად გაშიშვლებულს და მის გახრწნილებას – გამოაშკარავებულს.

ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ადამიანი იმ დღის შემდეგ იმდენად გაკეთილშობილდა, რომ ქრისტე რომ დღეს მოსულიყო, აღარ გაეკვრებოდა ჯვარზე, არამედ მიღებული იქნებოდა დიდებით…

სინამდვილეში, ქრისტე ყოველდღიურად მოდის ბიბლიის სახით, რომელსაც ჩვენ არც კი ვკითხულობთ; ეკლესიების მეშვეობით, რომელშიც ჩვენ არ დავდივართ; ადამიანთა საჭიროებების ფორმით, რომელთაც ჩვენ გვერდს ვუვლით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტე რომ დღეს მოსულიყო, ჩვენ მას იმაზე უფრო სწრაფად ვაცვამდით ჯვარს, ვიდრე ჯვარს აცვეს ორი ათასი წლის წინ. ცოდვა არასდროს გაუმჯობესებულა, ადამიანური ბუნება არ შეცვლილა.

http://billygraham.org/devotion/unchanging-human-nature/

ჩატვირთვა...