„ღმერთი არს ჩვენთან!“ – ჩარლზ სპერჯენი

601

დაე, ღმერთმა გასწავლოთ მნიშვნელობა სახელისა „ემანუელ“ – „ღმერთი ჩვენთან არს.“ ემანუელ – ეს არის სიბრძნის საიდუმლოება – „ღმერთი ჩვენთან არს.“

ბრძენნი გაოცებულნი უჭვრეტენ მას. ანგელოზებს სურთ მისი ნახვა. კეთილგონიერების საზომი სანახევროდაც ვერ სწვდება მის სიღრმეთ. არწივის ფრთებსაც კი არ შეუძლია ასე მაღლა აფრინდეს და არც მაძიებელი მკვლევრის ორბივით გამჭოლ თვალს შეუძლია მისი დანახვა!

ღმერთი ჩვენთან არს. იგი შიშის ზარს სცემს ჯოჯოხეთს. ეშმაკი თრთის მისი ხმის გაგონებისას. მისი ლეგიონები აქეთ-იქით იფანტებიან. უფსკრულის შავფრთებიანი ურჩხული მახეში გაბმული თრთის მის წინაშე. თუ სატანა მოულოდნელად მოვა თქვენთან, მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვით ჩურჩულით: „ღმერთი ჩვენთან არს“ და ის შეცბუნებული და განრისხებული უკუიქცევა. ეშმაკი ცახცახებს მისი სახელის გაგონებისას.

ღმერთი ჩვენთან არს. ისაა მომკელთა ძალა, რომლებიც მის სამკალში შრომობენ; როგორ შეძლებდა მორწმუნე სახარების ქადაგებას, როგორ მოიდრეკდა ის მუხლს ლოცვისას, როგორ შეძლებდა მისიონერი უცხო მხარეებში წასვლას, როგორ იდგებოდა წამებული კოცონზე, როგორ შეძლებდა აღმსარებელი თავისი უფლის ცნობას და აღიარებას, როგორ შეძლებდნენ ადამიანნი შრომას, თუ სიტყვა „ემანუელი“ წაერთმეოდათ? ღმერთი ჩვენთან არს! ის არის ტანჯულთა ნუგეში!

მალამო მათი ჭრილობებისთვის! გასაჭირისას მათთვის შვების მიმცემი. ის არის უფლის საყვარელი შვილებისთვის მშვიდი ძილის მომგვრელი. ის არის მათი მოსვენება მძიმე შრომის შემდეგ!

ღმერთი ჩვენთან არს – მარადისობის საგალობელი. ის არის ზეცათა ალელუია, „ღმერთი ჩვენთან არს“ არის განდიდებულ სულთა შეძახილი, ეს არის გამოსყიდულთა სიმღერა, ის არის ანგელოზთა გუნდის ერთობლივი გალობა. ის არის ზეცათა დიდებული ორკესტრის სამარადისო მუსიკა!

ჩატვირთვა...