ყოველდღიური საკითხავი – „ღმერთს უზომოდ უყვარხარ!”

149

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ღმერთი თავის ხსნას მოგვივლენს: იმისათვის, რომ თავად განდიდდეს, იმისათვის, რომ მისი უზენაესობა წარმოჩნდეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საამო და ტკბილი მიზეზი, რომლის გამოც ღმერთმა გიხსნა, მისი შენდამი სიყვარულია.

მას მოსწონს შენთან ახლოს ყოფნა.

ის ფიქრობს, რომ შენ საუკეთესო ვინმე ხარ, რომელიც ბოლო ხანს გამოჩნდა…

ღმერთს რომ მაცივარი ჰქონდეს, შენი ფოტო იქნებოდა მასზე…

საფულე რომ ჰქონდეს, შენი ფოტო იქნებოდა მასში.

ის ყვავილებს გიგზავნის ყოველ გაზაფხულზე, ყოველ დილით კი მზის ამოსვლას გჩუქნის.
ყოველთვის, როცა საუბარი მოგინდება, ის მზადაა შენ მოსასმენად.

მას შეეძლო, სამყაროში ნებისმიერ ადგილას ეცხოვრა, მაგრამ მან თავის საცხოვრისად შენი გული აირჩია. რას იტყვი იმ საშობაო საჩუქარზე, მან რომ გამოგიგზავნა ბეთლემში?

თვალი გაუსწორე ამ სიმართლეს, მეგობარო. ღმერთს უზომოდ უყვარხარ!

მაქს ლუკადო

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan