ჩარლზ სპერჯენი: „დახსნილი ყველა ცოდვისაგან”

162

 “ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან” (მათე 1:21)

უფალო, დამიხსენი ჩემი ცოდვებისაგან. იესოს სახელით მე მაქვს ეს გაბედულება, რომ ვილოცო ამ ლოცვით. მიხსენი ჩემი წარსული ცოდვებისაგან, რომ წარსულმა ჩვევებმა არ მაქციოს ტყვედ. მიხსენი ჩემი გამუდმებული ცოდვებისგან, რომ მე არ გავხდე ჩემი სისუსტეების მონა.

მიხსენი ცოდვებისაგან, რომლებიც გამუდმებით ჩემ თვალწინაა, რათა არ დავკარგო მათდამი შიში. მიხსენი დაფარული ცოდვებისაგან; ცოდვებისაგან, რომლებსაც ვერ ვამჩნევ. მიხსენი უცაბედი და მოულოდნელი ცოდვებისაგან; ნუ მომცემ უფლებას, ავყვე ჩემი გულისთქმის ნებას. მიხსენი, უფალო, ყველა ცოდვისაგან. ნურავითარ უკეთურებას ნუ მისცემ ნებას ჩემზე ბატონობისა.

მხოლოდ შენ შეგიძლია ამის გაკეთება. მე არ ძალმიძს ჩემი ბორკილების დამსხვრევა ან ჩემი მტრების მოგერიება. შენ შეგხვედრია საცდური, თუმცა არასოდეს ცდუნებულხარ. შენ მდგარხარ ცოდვის წინაშე, მაგრამ არასოდეს შეგიცოდავს. შენ იცი, როგორ გამამხნევო სირთულის დროს. შენ იცი, როგორ დამიხსნა ცოდვისაგან და ასევე, როგორ გადამარჩინო ცოდვილი. შენი სიტყვა ამას მპირდება და მე ვლოცულობ, რომ ამ დღეს აღსრულდეს ეს წინასწარმეტყველება. დამეხმარე, რომ არ მივცე ადგილი რისხვას, ბრაზს, შურს ან რაიმე სახის ბოროტებას, არამედ შემინახე შენს სიწმინდეში, რათა იესოს სახელი განდიდებულ იქნეს ჩემში.

ჩარლზ სპერჯენი

თარგმანი: დაჩი პაპაშვილი

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...