ფრენსის ფერჯიპეინი – “ცილისწამება – ეშმაკის ძლიერი იარაღი”

182

„უკუღმართი კაცი შუღლს ავრცელებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.“ (იგავები 16:28).

მიუგო მათ იესომ: „თორმეტი არ ამოგირჩიეთ? და ერთი თქვენგანი ეშმაკია. ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან იგი, ერთი თორმეტთაგანი, აპირებდა მის გაცემას.“ (იოანე 6:70:71).

რას გულისხმობდა იესო, როდესაც ამბობდა, რომ იუდა ეშმაკია? ადამიანი უბრალოდ ბოროტი სულის მასპინძელია, თუ თავად შეუძლია გახდეს დემონი? ზოგიერთები ასწავლიან, რომ იუდამ დაკარგა ადამიანური ბუნება, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. ჩვენ ვკითხულობთ, რომ ის შეაწუხა სინანულის გრძნობამ და თავი მოიკლა. განა დემონებს აქვთ იმის განცდა, რომ ცოდვა ჩაიდინეს? იესოს განსაზღვრება, რომ იუდა „ეშმაკია“, გულისხმობს სატანის განუყოფელ თვისებას − ცილისწამებას.

ახალ აღთქმაში გამოყენებული სიტყვა „diabolos”, რომელიც „ეშმაკს“ აღნიშნავს, სხვაგან გვხვდება, როგორც „ცრუბრალმდებელი“, „ცილისმწამებელი“ და „ბოროტი ჭორის გამავრცელებელი“. სწორედ ამ ბოლო მნიშვნელობით არის გამოყენებული სიტყვა „diabolos“      1 ტიმოთეს 3:11-სა და 2 ტიმოთეს 3:3-ში. იესოს ნათქვამი: „ერთ-ერთი თქვენგანი ეშმაკია“, გულისხმობდა იმას, რომ მოწაფეებიდან ვიღაც გამცემი და ცილისმწამებელი იყო.

ეს პრობლემა, „ბოროტი ჭორის გამავრცელებლების“ შესახებ, აქტუალურია დღესაც. პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ მეორე წერილში ლაპარაკობს საზარელ ჟამზე, როდესაც ადამიანები იქნებიან თავაშვებულნი, ამპარტავანნი, ვერცხლისმოყვარენი, დედ-მამის ურჩნი, ანგარნი და სია გრძელდება, თუმცა აქ საინტერესოა, რომ გამოყენებულია იგივე სიტყვა „diabolos“, რომელიც „ცილისმწამებლის“ მნიშვნელობით არის ნახმარი.

ალბათ, იცნობთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ, მათი შეფასებებიც უარყოფითია და ამ ნეგატიურ ინფორმაციას ისინი დაუღალავად ავრცელებენ.

თქვენი სიტყვებით…

ბიბლია ამბობს, რომ ჩვენივე სიტყვებით გავმართლდებით და გავმტყუნდებით. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს ენაზე დაკვირვებით გავზომოთ ჩვენი მორჩილება ღმერთის წინაშე. ის, თუ რას ლაპარაკობ, ცხადად მიუთითებს იმაზე, რაც შენს შინაგანში ხდება.

იაკობი წერს: „რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია; მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც.“ (იაკ. 3:2).

სიტყვებს დიდი ძალა აქვს და უნდა დავფიქრდეთ, სანამ მათ წარმოვთქვამდეთ: „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია, და ლაპარაკის მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს.“ (იგავები 18:21).

იაკობი აფრთხილებს მორწმუნეებს, რომ ენა დაუკავებელი ბოროტებაა: „ენის მოთვინიერება კი ადამიანთაგან არავის შეუძლია – დაუოკებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღმერთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი და იმავე პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევაც და წყევლაც. არ ეგების, ჩემო ძმებო, ასე რომ ხდება. განა ერთი წყაროსთვალიდან გამოედინება ტკბილი და მწარე?“ (იაკობი 3:8-11).

სატანას ჩვენს ურთიერთობათა დანგრევა სურს. მას სურს, ჩვენივე სიტყვებით გაგვაკეთებინოს ეს. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უარყოფითად ვსაუბრობთ ან ვჭორავთ ვინმეს, ჩვენ ვაღვივებთ ჯოჯოხეთის ცეცხლს…

ღმერთს სურს, რომ აღმოფხვრას ჭორი და ცილისწამება ეკლესიებიდან. მას სურს, რომ მისი სახლი სამლოცველო სახლად იწოდებოდეს, ერთობის და არა ნგრევის ადგილად… ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ცილისწამების შედეგები და სანამ დროა, უარი ვთქვათ მასზე…

ფრენსის ფერჯიპეინი

წყარო: http://www.preachitteachit.org/

ჩატვირთვა...
escort mersin
mersin bayan escort
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
sisli escort
beylikduzu escort
kartal escort
antalya escort
bodrum escort
gebze escort
alanya escort
bursa escort
mеrsin еscоrt
samsun escort
kayseri escort
kоnya еscоrt
gaziantep escort
adana escort
izmir escort
еskisеhir еscоt
izmit escort
kocaeli escort
kusadasi escort
ankara escort
istanbul escort
pendik escort