ქადაგება

ბილი გრემი – „ნუ მიატოვებთ თქვენს შესაკრებელს” (ვიდეო)

„ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს…“ (ებრაელთა 10:25).

არ ვაპირებ თქვენთან კამათს იმის შესახებ, რომ ბუნება თავად შთაგვაგონებს ღმერთზე ფიქრებს. დავითმა თქვა:

„ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.“ (ფს. 18:2).

ამავდროულად, ვერაფრით განუგეშებთ, თუ თქვენ მიტოვებული გაქვთ უფლის სახლი.

ბიბლია ამბობს: „…ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის…“ (ეფესელთა 5:25).

თუკი ჩვენმა უფალმა ეკლესია იმდენად შეიყვარა, რომ თავი გასწირა მისთვის, ჩვენც იმდენად უნდა ვცემდეთ პატივს ეკლესიას, რომ მის გვერდით ვიყოთ და ყოველთვის ვესწრებოდეთ ღვთისმსახურებებს.

თეოდორ რუზველტმა ერთხელ ასეთი რამ თქვა: „შეგიძლია ღმერთი ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს განადიდო, მაგრამ შეუძლებელია ასე მოიქცე მანამ, სანამ თავდაპირველად არ ისწავლი უფლის თაყვანისცემას და განდიდებას ერთ გარკვეულ ადგილას, ერთ გარკვეულ დროს.“