დევიდ ჰეთევეის ქადაგება (2010 წელი / თბილისი / სპორტის სასახლე)

0

2010 წელს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა სამახარებლო ღვთისმსახურება, რომელიც სამი დღს განმავლობაში გრძელდებოდა და რომელსაც, დაახლოებით, 30 ათასი ადამიანი დაესწრო.

ღვთისმსახურება ცნობილმა მახარებელმა დევიდ ჰეთევეიმ ჩაატარა.

დევიდ ჰეთევეი 1961 წლიდან ავრცელებდა ბიბლიებს აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე, სადაც 150 000 ცალი ბიბლია დაარიგა. ამის გამო ის 1967 წლის 24 ივნისს დააპატიმრეს. ხანგრძლივი წამების შემდეგ იგი 1972 წელს გაათავისუფლეს. ბოლო წლებში დევიდ ჰეთევეი ჰოლოკოსტით დაზარალებულებზე ზრუნავს სულიერად და მატერიალურად და ასევე ეხმარება მათ ისრაელში დაბრუნებაში.