ნავიგაცია

მაქს ლუკადო – „გიყვარდეთ ერთმანეთი!“ (ვიდეო)

„გიყვარდეთ ერთმანეთი!“ „იყავით მომთმენნი, კეთილნი და მიმტევებელნი“, – ვეუბნებით ეკლესიებში ადამიანებს, მაგრამ თუ მათ მხოლოდ მოვუწოდებთ და მოვთხოვთ, რომ სიყვარული გამოიჩინონ, ხოლო თავად სიყვარულს არ ვაგრძნობინებთ, ისე გამოვა, თითქოს მოლარე-ოპერატორს ჩეკის გამოწერას ვთხოვდეთ, თანაც ისე, რომ საბანკო ანგარიშზე თანხა არ გვქონდეს შეტანილი. ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ ურთიერთობები ინგრევა. ადამიანებს აკლიათ სიყვარული.

გახსოვთ პავლეს ლოცვა: „…იყოთ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში“ (ეფესელთა 3:17). ადვილად ეცემით? ადვილად გიფუჭდებათ ურთიერთობა ადამიანებთან? და თუ ასეა, დაფიქრდით, იქნებ თქვენი სიყვარული არ ეფუძნება სწორ მოტივებს? იქნებ თქვენი სიყვარული დაიმედებულია ადამიანთა გრძნობებზე? იოანე მოციქული გვეუბნება, რომ ჩვენ ღვთის სიყვარულში უნდა დავრჩეთ: „ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში“ (1 იოანე 4:16).

ბევრი ადამიანი მოგვიწოდებს სიყვარულისკენ. მხოლოდ ღმერთი გვაძლევს ძალას იმისათვის, რომ გვიყვარდეს!