ქრისტე გვაფრთხილებს…

0

ჩვენ გვსურს მომავლის ცოდნა, მაგრამ ქრისტე თავს არიდებს ჩვენს ცნობისმოყვარე შეკითხვებს. ის სხვა რამეზე საუბრობს, იმაზე, თუ როგორი ადამიანები უნდა ვიყოთ ან არ უნდა ვიყოთ.

ჩვენ არ უნდა ვიყოთ მეტისმეტად მიმნდობნი და უზრუნველნი, რადგან ყველაზე დიდი საფრთხე ომები, შიმშილი და დევნა როდია, არამედ ცდუნება, სიცრუე და თავის მოტყუება.

ჩვენ ტკივილის უფრო მეტად გვეშინია, ვიდრე მოტყუების. გვეჩვენება, რომ საკმარისად ჭკვიანი და სულიერად ძლიერი ადამიანები ვართ და არ წამოვეგებით სიცრუის მამის ანკესზე, მაგრამ ქრისტე გვაფრთხილებს, რომ სწორედ ტყუილი, ეს შემპარავი და ვერაგი ძალა გახდება მასობრივი განადგურების იარაღი.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეკლესიას ჩაეძინოს, დაკარგოს ცუდის და კარგის გარჩევის უნარი, როგორ შეიძლება ეკლესია გაიტაცოს ფართო გზამ, შეერიოს საერთო მასას.

მილიონობით მორწმუნე ადამიანი ჩაიკარგა სოციალურ ქსელებში და მოექცა ტელევიზორის მონობაში. ერთნი აღმერთებენ თავიანთ კეისარს და უხარიათ, რომ ის უკვე „მორწმუნეა“; მეორენი ადიდებენ თავიანთ სულიერ წინამძღოლებს, რომლებიც ცოდვილ ადამიანებს ცრუ მესიებად აქცევენ. სხვები კი შიშისგან კანკალებენ, თუმცა ჯერ არავის უცემია ისინი, უკვე ქედს იხრიან, თუმცა ბრძანება ჯერ არ გაცემულა.

ქრისტე გვაფრთხილებს: ერიდეთ, ანუ დაიცავით თავი, განერიდეთ, დაემალეთ მაცდუნებელ ვირუსებს, მოწამლულ ისრებს და ტკბილ სანელებლებს.

ქრისტეს სამწყსო უნდა სცნობდეს თავისი მოძღვრის ხმას და განარჩევდეს მას უცხო ხმებისგან. დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვა: ვისი ხმა ისმის ჩემს თავში, ვისთან ვამოწმებ ჩემს პოზიციას, ვის ვენდობი?

წყარო

 

  • 32
    Shares