ქადაგება

ჯონ ბევირი: „გავასამართლოთ თუ გაგვასამართლონ?”(ვიდეო)

ცოდვა თუ იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, სულიწმიდა გვამხელს და გვაწესრიგებს, მაგრამ თუ მას არ ვუსმენთ, მაშინ ვცივდებით და ვხდებით გულგრილნი. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ სრულიად უგრძნობი არ გახდება ჩვენი გული ღმერთისადმი.

ღმერთი მოითმენს ცოდვას გარკვეული დროის განმავლობაში, რათა მოგვცეს მონანიების საშუალება და სასჯელს აგვარიდოს. მაშინაც კი, როცა გვსჯის, მას არ სურს, რომ ქვეყნიერებასთან ერთად ვიყოთ მსჯავრდადებულნი.   ძე, რომელმაც მთელი თავისი მემკვიდრეობა გაფლანგა, გონს მოეგო, როცა ღორების სადგომში აღმოჩნდა…

სჯობს, გონს მოვიდეთ საღორეში, ვიდრე გავაგრძელოთ ცოდვაში ცხოვრება და ერთ დღეს მოვისმინოთ, როგორ იტყვის უფალი: „მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით უსჯულოების მოქმედნო“ (მათ. 7:23).