ჯონ ფაიფერი: „ნუ გაფლანგავთ თქვენს ცხოვრებას” (ვიდეო)

0

არ არის საჭირო ბევრი რამ იცოდე იმისათვის, რომ ცვლილებები მოახდინო უფლის სახელის გულისათვის, მაგრამ რამდენიმე დიდებული რამის ცოდნა ნამდვილად გჭირდება, რისთვისაც ღირს სიცოცხლე და სიკვდილი.

ადამიანები, რომლებსაც ქვეყნიერების შეცვლა შეუძლიათ, დახლოვნებულნი როდი არიან ამა თუ იმ სფეროში. მათ მხოლოდ რამდენიმე რამ იციან ძალიან კარგად. რამდენიმე ძალიან, ძალიან დიდებული რამ. თუ გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებას მნიშვნელობა ჰქონდეს, არ არის აუცილებელი, გქონდეთ ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი ან ემოციური ინტელექტის ასევე მაღალი კოეფიციენტი.

არ არის აუცილებელი, იყო ძალიან ჭკვიანი, კარგი წარმომავლობის, კარგი გარეგნობის, დამთავრებული გქონდეს პრესტიჟული სასწავლებელი. მხოლოდ რამდენიმე ძირითადი, მარტივი, დიდებული, ბრწყინვალე, თვალნათელი, უცვლელი და მარადიული საკითხის ცოდნა გჭირდება, რომელთათვისაც მზად იქნები, საკუთარი სიცოცხლეც კი გაიღო მსხვერპლად. ამ შემთხვევაში, ამ ბრბოში მყოფი ნებისმიერი ადამიანი შეძლებს დიდი ცვლილების გამოწვევას, რადგან ამას აკეთებს არა თავად ადამიანი, არამედ მასში მყოფი უფლის სული.

სამწუხარო ისაა, რომ ამ ხალხში ათასობით ადამიანია, ვისაც არ სურს, რომ თავისი სიცოცხლე სასიკეთო ცვლილებათა მოსახდენად გამოიყენოს. შენ მხოლოდ ის გინდა, რომ გარშემო მყოფ ადამიანთა მოწონება და კეთლგანწყობა დაიმსახურო. შესაძლოა, გინდა, რომ დაამთავრო სასწავლებელი; იშოვო კარგი სამსახური; შეხვდე ცხოვრების თანამგზავრს; იყიდო კარგი სახლი, კარგი მანქანა; იმოგზაურო შვებულებისას; ჯანმრთელად დაბერდე; პენსიაზე ხალისით გახვიდე; ადვილი სიკვდილით მოკვდე და იცოდე, რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს; აი, სულ ესაა, რაც გინდა.

არც გაღელვებს, აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა ამქვეყნად შენ მიერ გატარებულ ცხოვრებას მარადისობისათვის. ეს ტრაგედიაა. ეს ცხოვრებისეული ტრაგედიაა. დაახლოებით, სამი კვირის წინ ეკლესიაში ერთი ამბავი გავიგეთ, რუბი ელაიასი და ლაურა ედვარდსი დაიღუპნენ კამერუნში. რუბი ელაიასს, რომელიც 80 წელს იყო გადაცილებული, ოჯახი არ ჰყოლია. ის ექთანი იყო და მთელი თავისი ცხოვრება ერთ რამეს მიუძღვნა: იესო ქრისტეს სახელის ქადაგებას ღარიბთა და სნეულთა შორის მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ ადგილებში, სადაც არც სმენოდათ ქრისტეს შესახებ.

ლაურა ედვარდსი, მედიცინის დოქტორი, რომელიც 80 წელს იყო მიტანებული, რუბისთან ერთად შრომობდა და სოფლიდან დადიოდა კამერუნში. მათ მუხრუჭებმა უმტყუნეს, კლდიდან გადაცვივდნენ და მყისიერად დაიღუპნენ.

მე ვკითხე ჩემს მრევლს: „ეს ტრაგედიაა? 80 წლის ასაკის ორი ქალი, რომელთა ცხოვრება ერთ იდეას ეძღვნებოდა: რათა იესო ქრისტე განდიდებულიყო ღარიბთა და სნეულთა შორის მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ ადგილებში. ოცი წლის გასვლის შემდეგ, როცა ისინი ასაკის გამო ცხოვრებამ გარიყა უფერული ყოველდღიურობისათვის, იმ ოცი წლის შემდეგ, რომელიც მათ უფლის მსახურებას მიუძღვნეს, ისინი მარადისობაში წავიდნენ. ეს ტრაგედიაა?” – ვიკითხე მე.

ეს არ არის ტრაგედია. მე წაგიკითხავთ იმას, რაც ნამდვილად ტრაგედიაა. ერთი პატარა სტატია მაქვს მოტანილი ჟურნალიდან „Readers Digest” (რიდერზ დაიჯესტ). სტატიის სათაურია: „ახლავე დაიწყე პენსიაზე გასვლა“. 1998 წლის თებერვალი. ხუთი წლის წინ ბობმა და პენიმ არჩიეს, ადრე გასულიყვნენ პენსიაზე, როცა ბობი 59 წლის იყო, ხოლო პენი – 51-ის. ახლა ისინი ფლორიდაში, “პუნტა გორდაში” ცხოვრობენ, სადაც ისინი გამუდმებით დაცურავენ თავიანთი პატარა იახტით. თამაშობენ “სოფტბოლს” და ნიჟარებს აგროვებენ. აი, ეს არის ტრაგედია. ეს არის ტრაგედია და ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანია, რომელიც მილიონობით დოლარს ხარჯავს იმისათვის, რომ ამ ანკესზე წამოეგოთ. ოცი წუთი მაქვს თქვენთან სასაუბროდ და მინდა გთხოვოთ, გემუდაროთ, რომ არ წამოეგოთ ამ ანკესზე, არ იყიდოთ ეს ოცნება. არ გჭირდებათ ამერიკული ოცნება: კარგი სახლი, კარგი მანქანა, კარგი სამსახური, კარგი ოჯახი, კარგი სიბერე, ნიჟარების შეგროვება, თქვენი ცხოვრების წიგნის უკანასკნელი თავი მანამ, სანამ სამყაროს შემოქმედის წინაშე წარდგებით, რათა ანგარიში ჩააბაროთ იმაზე, რაც გაგიკეთებიათ. „აი, უფალო, ჩემი ნიჟარების კოლექცია. შეხედე, უფალო, ჩემი ნიჟარების კოლექცია. კარგი სათამაშო ჯოხი მაქვს და შეხედე ასევე ჩემს იახტასაც.  ღმერთო, შეხედე ჩემს პატარა იახტას, ღმერთო.“

მიბაძეთ რუბის და ლაურას. ნუ გაფლანგავთ თქვენს ცხოვრებას. ნუ გაფლანგავთ! ჩვენს სახლში სამზარეულოს კედელზე, სადაც 6 წლიდან ვიზრდებოდი, ეკიდა პატარა ფირფიტა, რომელიც ახლა ჩემი მისაღები ოთახის კედელზე კიდია. მასზე ეწერა:

„ერთი სიცოცხლე გვაქვს მხოლოდ, რომელიც მალე წარსულად იქცევა და რაც გაგვიკეთებია ქრისტესთვის, მარადიული მხოლოდ ის იქნება.“

48 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვუყურებდი ამ სიტყვებს. დღეს მე აქ ვარ იმისათვის, რომ გითხრათ – თქვენს სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა უფლისათვის!

  • 74
    Shares