ნუგეშისცემა ცხოვრებისეული დანაკარგის ჟამს

59

ღვთის სიტყვა გარკვევით ამბობს, რომ ამქვეყნად გასაჭირი და სირთულე გვექნება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ღმერთს ჩვენთვის ტკივილი და მწუხარება სურს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ცოდვით დაცემულ წუთისოფელში ვცხოვრობთ. „ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:33).

მიუხედავად დანაკარგისა, თუნდაც ეს იყოს სიკვდილი, განქორწინება, ფინანსური სირთულეები თუ სხვა პრობლემები, „შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი“ (ფსალ. 22:4).

„ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს“ (ფსალ. 45:1).

„რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი – მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი – სიხარულის ყიჟინა“ (ფსალ. 29:5).

„გულგატეხილებს განკურნავს და ჭრილობებს უხვევს მათ“ (ფსალ. 146:3).

„ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან“ (მათე 5:4).

ილოცეთ უფლის წინაშე ნუგეშისცემაზე

ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ ვილოცოთ და ვეძებოთ მისი დახმარება ასეთ მტკივნეულ დროს: „დაე, იყოს შენი წყალობა ჩემ სანუგეშოდ, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს“ (ფსალ. 118:76).

მოდი, დღეს ვილოცოთ ღვთის სიტყვის მიხედვით.

მამაო ჩემო და ღმერთო ჩემო,

მოგიხმობ ჩემი გაჭირვების დროს. მე გთხოვ, სულოწმიდავ, მანუგეშე ამ შფოთის ჟამს. შენი ნებისამებრ, მიმითითე გზა იმისა, თუ როგორ დავამარცხო დარდი და მწუხარება.  

იესო ქრისტეს სახელით ვლოცულობ, ამინ!

 უფლის სიტყვა

უფლის სული გეტყოდათ დღეს: „მე არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ. მე დაგპირდი, რომ ყოველთვის შენთან ვიქნებოდი. შეგიძლია მომენდო შენი ცხოვრების ამ ტრაგიკულ დროს. დამეყრდენი; მე გაგამაგრებ, როდესაც ძალა აღარ გექნება. მომენდე, მიიღე ჩემგან ძალა იმისა, რომ შეხვდე ყოველ ახალ დღეს.“

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

წყარო

ჩატვირთვა...