ბრმა რწმენის მიღმა – იესო ქრისტეს ცხოვრება, იყო თუ არა ის ძე ღვთისა?

133
იესო ქრისტეს ცხოვრება. იყო თუ არა ის ძე ღვთისა? თვალის მიმოვლება იესოს ცხოვრებაზე; რატომ არ არის ბრმა რწმენა ის, რომ გწამდეს მისი…

პოლ ლიტლისგან

life of Jesusჩვენს ძალებს აღემატება ღვთის არსებობისა მისი მსგავსების შეუვალი ცოდნა თუ ის თავად არ მოიწადინებს ამის გაცხადებას და საკუთარი თავის წარმოჩინებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რას ჰგავს ის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მისი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. დავუშვათ, რომ ჩვენ ვიცით მისი არსებობის შესახებ, მაგრამ თუ დავუშვებთ იმას, რომ ის ჰგავს ადოლფ ჰიტლერს – გაღიზიანებულ, ბოროტ, ცრუმორწმუნე და სასტიკ ადამიანს; ეს ხომ წარმოუდგენლად საშინელი რეალობა იქნება ჩვენთვის!

ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ ისტორიის ჰორიზონტები იმისათვის, რათა ვნახოთ არსებობს თუ არა ხელშესახები ნიშანი ღვთის გამოცხადებისა. დიახ არის ერთი გამოკვეთილი ნიშანი. დაახლოებით 2000 წლის წინ, პალესტინის ერთ მიყრუებულ სოფელში, ბავშვი დაიბადა ბოსელში და დღეს მთელი მსოფლიო კვლავაც ზეიმობს იესოს შობას.

ოცდაათ წლამდე ის შეუმჩნევლად ცხოვრობდა, შემდეგ კი დაიწყო საზოგადო მსახურება, რომელიც სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს მსახურება განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ შეეცვალა ისტორიის კურსი. ის კეთილი კაცი იყო და დაწერილია, რომ “უბრალო ხალხი სიხარულით უსმენდა მას”, და რომ “იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი” (მათ. 7:29).

იესო ქრისტეს ცხოვრება. მისი ამბავი იწყება

მალევე ცხადი გახდა, რომ ის საოცარ და გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებდა თავის თავზე. ის საკუთარ თავს არა მხოლოდ გამოჩენილ მოძღვრად და წინასწარმეტყველად რაცხდა; უფრო მეტიც, ის მკაფიოდ აცხადებდა იმის შესახებ, რომ ის ღმერთია. მან თავისი ვინაობა თავისი სწავლების ცენტრალურ ნაწილად აქცია. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ის უსვამდა თავის მიმდევრებს გახლდათ, “რას ამბობთ თქვენ ვინ ვარ მე?” როდესაც პეტრემ უპასუხა და უთხრა, “შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა” (მათ. 16:15-16), იესო არ შეცბუნებულა, და არც აუკრძალია პეტრესათვის ამისი თქმა. პირიქით, მან შეაქო ის!

ის მკაფიოდ გამოთქვამდა თავის მტკიცებულებებს, და მისი მსმენელები სრულად განიცდიდნენ მისი სიტყვების ზეგავლენას. დაწერილია, “იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსნებდა და თავს ღმერთს უტოლებდა” (იოან. 5:18).

მეორე შემთხვევაში მან თქვა, “მე და მამაჩემი ერთი ვართ.” იუდეველებს მაშინვე სურდათ მისი ჩაქოლვა. ის შეეკითხა მათ, რომელი კეთილი საქმისათვის სურდათ მისი მოკვლა. მათ უპასუხეს, “კეთილი საქმისათვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს” (იოან. 10:33).

იესო მკაფიოდ მიიწერდა იმ ატრიბუტებს, რომლებიც მხოლოდ ღმერთს აქვს. როდესაც დამბლადაცემული კაცი ჩაუშვეს მასთან სახურავის გადახდის შემდეგ იმისათვის, რათა მას განეკურნა ის, მან უთხრა მას, “შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.” ამან დიდი შეცბუნება გამოიწვია რელიგიურ ლიდერებს შორის, და მათ თქვეს თავიანთ გულში, “რატომ ამბობს ის ამას? ის ღმერთს გმობს! ვის შეუძლია ცოდვების მიტევება, გარდა ღვთისა?”

კრიტიკულ მომენტში, როდესაც მისი სიცოცხლე უკვე ჯვარს უახლოვდებოდა, მღვდელმთავარმა პირდაპირ ჰკითხა მას: “შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?”

“მე ვარ”, თქვა იესომ. “თქვენ იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებში მომავალს.”

მღვდელმთავარმა შემოიხია ტანსაცმელი. “რაღად გვინდა მოწმენი?” იკითხა მან. “თქვენ მოისმინეთ გმობა” (მარკ. 14:61-64).

ისე მჭიდრო იყო მისი კავშირი ღმერთთან, რომ ის რომელიმე ადამიანის დამოკიდებულებას მასთან უტოლებდა ამავე ადამიანის დამოკიდებულებას ღმერთთან. ამგვარად, მისი შემეცნება თავად ღვთის შემეცნებაა (იოან. 8:19; 14:7). მისი ხილვა ღმერთის ხილვას ნიშნავს (12:45). მისი რწმენა ღვთის რწმენას ნიშნავს (12:44; 14:1). მისი მიღება ღვთის მიღებას ნიშნავს (მარკ. 9:37). მისი სიძულვილი ღვთის სიძულვილია (იოან. 15:23). და მისი პატივისცემა ღვთის პატივისცემას ნიშნავს (5:23).

იესო ქრისტე – ღვთის ძე?
როდესაც ქრისტეს მტკიცებულებებს განვიხილავთ, მხოლოდ ოთხი შესაძლებლობა არსებობს. ის ან ცრუობდა, ან შეშლილი იყო, ან მითს მიმართავდა ანდა ჭეშმარიტებას მეტყველებდა.

როდესაც ქრისტეს მტკიცებულებებს განვიხილავთ, მხოლოდ ოთხი შესაძლებლობა არსებობს. ის ან ცრუობდა, ან შეშლილი იყო, ან მითს მიმართავდა ანდა ჭეშმარიტებას მეტყველებდა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ის არ არის ჭეშმარიტება, ავტომატურად მხარს ვუჭერთ დანარჩენი სამიდან ერთ-ერთ ალტერნატივას, ვაცნობიერებთ ამას თუ არა.

1) ერთ-ერთი შესაძლებლობა ის არის, რომ დავუშვათ: იესო ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ ის ღმერთია – მაშინ როდესაც კარგად იცოდა, რომ ის არ იყო ღმერთი, და შეგნებულად შეჰყავდა თავისი მსმენელები შეცდომაში იმისათვის, რათა მათ ეღიარებინათ მისი სწავლების ავტორიტეტულობა. მართლაც მავანნი სერიოზულად უჭერენ მხარს ამ პოზიციას. ისინიც კი, რომლებიც უარყოფენ მის ღვთაებრიობას ამტკიცებენ, რომ ის მორალურობის უდიდესი მოძღვარი გახლდათ. თუმცა ეს ადამიანები მხედველობიდან უშვებენ იმას, რომ ეს ორი დაშვება ურთიერთსაწინააღმდეგოა. იესო ძნელად თუ იქნებოდა ზნეობის უდიდესი მოძღვარი თუ, მისი სწავლების ერთ-ერთ არსებით მტკიცებულებაში — კერძოდ საკუთარი ვინაობის შესახებ – ის შეგნებულად ცრუობდა.

2) კიდევ ერთი არა ნაკლებ განმაცვიფრებელი შესაძლებლობა არის შემდეგი; კერძოდ, ის გულწრფელი იყო მაგრამ თავს იტყუებდა. დღეს ჩვენ კაცს, რომელიც ფიქრობს, რომ ის ღმერთია, შეშლილს ვეძახით, და ეს განსაზღვრება ნამდვილი იქნებოდა ქრისტესთან მიმართებაში თუ მას მართლაც შეგნებულად შეჰყავდა საკუთარი თავი შეცდომაში ამ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით. თუმცა როდესაც ვაკვირდებით ქრისტეს ცხოვრებას, ჩვენ ვერ ვამჩნევთ შეშლილი პიროვნების არანორმალურობისა და დაუბალანსებლობის თუნდაც ერთ გამოვლინებას. პირიქით სახეზეა მშვიდი გაწონასწორებულობა უდიდესი ზეწოლის დროსაც კი.

3) მესამე ალტერნატივა კი ის არის, რომ ყოველგვარი საუბარი მის მტკიცებულებაზე, რომ ის ღმერთია, მხოლოდ მითია და მეტი არაფერი ანუ ის, რაც სინამდვილეში მოხდა შემდეგია: მისმა ენთუზიაზმით სავსე მიმდევრებმა, მესამე და მეოთხე საუკუნეებში, მას მიაწერეს ის სიტყვები, რომლებიც ასეთი დაუჯერებელია მოსასმენად და როდესაც ის დაბრუნდებოდა მაშინვე უარყოფდა მათ.

ეს მითიური თეორია მრავალჯერ იქნა უარყოფილი თანამედროვე არქეოლოგიური აღმოჩნებისას. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ქრისტეს ოთხი ბიოგრაფია დაიწერა ქრისტეს თანამედროვე ადამიანების ცხოვრების მანძილზე. რამოდენიმე ხნის წინ დოქტორმა უილიამ ფ. ოლბრაიტმა, საქვეყნოდ ცნობილმა არქეოლოგმა, რომელიც ახლა საპატიო პენსიაზე იმყოფება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, თქვა რომ არ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ დავუშვათ რომ რომელიმე სახარება დაიწერა ახალი წელთაღრიცხვის 70 წელზე გვიან. მხოლოდ უბრალო ლეგენდის გამო ქრისტეზე, სახარების ფორმით, იმისათვის რომ მოიპოვო ასეთი შეღწევადობა და გავრცელება და იმისათვის რომ გქონდეს ის გავლენა, რომელიც მას ჰქონდა, და ეს ყველაფერი სულ პატარა საფუძვლის გარეშე, ფაქტია რომ დაუჯერებლად გამოიყურება.

ეს რომ ასე მოხდეს საჭიროა იყო ისეთი ფანტასტიკოსი, როგორიც იქნებოდა კაცი ჩვენი დროიდან, რომელიც ხელს მოჰკიდებდა და დაწერდა ჯონ ფიტცჯერალდ კენედის ბიოგრაფიას, და ამ ბიოგრაფიაში იტყოდა, რომ ის, ჯონ კენედი, ამტკიცებდა, რომ ის ღმერთია, და რომ შეუძლია ადამიანებს ცოდვები მიუტევოს, და რომ ის მკვდრეთით აღდგა. მსგავსი ამბავი იმდენად დაუჯერებელია, რომ მას საფუძველი არასოდეს ექნება, რადგან ჯერაც მრავალი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს გარშემო, რომლებიც პირადად იცნობდნენ ჯონ კენედის. მითოსური თეორია ვერ აცლის საფუძველს სახარებისეული მანისკრიპტების შედგენის ადრეულ თარიღს.

4) ერთადერთი ალტერნატივა, რომელი რჩება ის არის, რომ იესო ჭეშმარიტებას მეტყვლებდა. თუმცა მიუხედავად ამისა ერთერთი თვალსაზრისით, მტკიცებულებანი ბევრს არაფერს ნიშნავს. ეს ძალზე მარტივია. ყველას შეუძლია რაღაც ამტკიცოს. იყვნენ მრავალნი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ღმერთები არიან. მეც შემიძლია ვამტკიცო ეს და თქვენც შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ ღმერთები ხართ, მაგრამ აუცილებელია ვუპასუხოთ კითხვას, “რა მანდატი, უფლებამოსილება შეგვიძლია მოვიყვანოთ იმისათვის, რომ დამაჯერებელი გახდეს ჩვენი მტკიცებულებანი?” ჩემს შემთხვევაში ხუთი წუთიც არ იქნება იმისათვის საჭირო, რომ უკუაგდოთ ჩემი მტკიცებულებანი. და ალბათ დაახლოებით ამდენივე იქნება საჭირო თქვენი მტკიცებულებების უარყოფისთვისაც. მაგრამ როდესაც საქმე იესო ნაზარეველს ეხება, ეს სულ არ არის ადვილი. მას გააჩნდა უფლებამოსილება იმისათვის, რათა გაემყარებინა თავისი მტკიცებულება. მან თქვა, “და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ” (იოან. 10:38).

სიცხადე იესოს ცხოვრებიდან

who is Jesus ?უპირველეს ყოვლისა, მისი მორალური ხასიათი შეესაბამებოდა მის მტკიცებულებებს. მრავალი ფსიქიატრიული დაწესებულებების ბინადარი ამტკიცებს, რომ ისინი ან გამოჩენილი ადამიანები არიან ან ღმერთები. თუმცა მათი მტკიცებულებანი მათივე ხასიათითაა უკუგდებული. ქრისტესთან ასე არ არის. ის უნიკალურია – ისევე უნიკალური, როგორც ღმერთი.

იესო ქრისტე უცოდველი იყო. მისი ზნეობა და ღირსება იმდენად მაღალი იყო, რომ მას შეეძლო გამოეწვია თავისი მტრები კითხვით, “რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო?” (იოან. 8:46). პასუხად მხოლოდ დუმილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის მიმართული გახლდათ იმ ადამიანებისადმი, რომლებსაც ძალიან სურდათ რაიმე ბზარი ეპოვათ მის ხასიათში.

ჩვენ ვკითხულობთ იესოს გამოცდის შესახებ, თუმცა არასოდეს არ გვსმენია მისი მხრიდან ცოდვის აღიარების შესახებ. მას არასოდეს არ უთხოვია პატიება, მიუხედავად იმისა, რომ ის მოუწოდებდა თავის მიმდევრებს ასე მოქცეულიყვნენ.

იესოს მორალური ჩავარდნის სრული არქონა მართლაც განმაცვიფრებელია საპირისპიროდ ყველა საუკუნის წმინდანებისა და მისტიკოსების გამოცდილებისა. ჩაკეტილი ადამიანები, კაცებიც და ქალებიც მიისწრაფიან ღმერთისაკენ, იმდენად დათრგუნულნი არიან ისინი საკუთარი დაცემით, გახრწნითა და ცოდვებით. ასეთი ადამიანი, რაც უფრო მეტად უახლოვდება სინათლის წყაროს, მით უფრო მეტად აცნობიერებს ამის საჭიროებას. ეს სიმართლეა აგრეთვე მორალურ სფეროშიც ჩვეულებრივ მოკვდავთათვის.

ისიც გასაოცარია, რომ იოანეც, პავლეც და პეტრეც, ყველა მათგანი, რომლებიც ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც პატარა ბავშვები იყვნენ და რომლებსაც ჩააგონებდნენ ცოდვის ყოვლისმომცველ ხასიათს, ლაპარაკობენ ქრისტეს უცოდველობაზე: “რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს” (1პეტ. 2:22).

პილატემ, რომელიც არ გახლდათ იესოს მეგობარი, თქვა: “რა ბოროტება ჩაუდენია?” მან უყოყმანოდ აღიარა ქრისტეს უცოდველობა. რომაელმა ასისთავმაც, რომელიც ჯვართან იდგა ქრისტეს სიკვდილის ჟამს თქვა, “ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო” (მათე 27:54).

მეორე რიგში, ქრისტე წარმოაჩენდა თავის ხელმწიფებას ბუნებრივ ძალებზე, რაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს, ამ ბუნებრივი ძალების შემოქმედს.

მან დააწყნარა გამძვინვარებული ქარი და ტალღები გალილეის ზღვაზე და ამით ნავში მყოფ მოწაფეებში შიშნარევი კითხვა დაბადა, “ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილება?” (მარკ. 4:41) მან წყალი ღვინოდ აქცია, დააპურა 5000 კაცი ხუთი პურითა ორი თევზით, უკან დაუბრუნა უნუგეშო ქვრივს თავისი ერთადერთი ძე, როდესაც ის მკვდრეთით აღადგინა, და ასევე სიცოცხლე დაუბრუნა მწუხარებისაგან დაზაფრული მამის მკვდარ გოგონას. თავის ძველ მეგობარს შესძახა, “ლაზარე, გამოდი!” და ამგვარად მკვდრეთით აღადგინა ის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი მტრები არ უარყოფდნენ ამ სასწაულებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ცდილობდნენ მის მოკვლას. “თუ მივუშვებთ თავის ნებაზე,” ამბობდნენ ისინი, “ყველა ირწმუნებს მას” (იოან. 11:48).

მესამე რიგში, იესო წარმოაჩენდა შემოქმედის ძალას სნეულებებზე და უძლურებებზე. მან განკურნა: ხეიბარი, რომელმაც შესძლო სიარული; მუნჯი, რომელმაც შესძლო ლაპარაკი და ბრმა, რომელიც ამის შემდეგ ხედავდა. მის მიერ მოხდენილი ზოგიერთი განკურნება ბუნებრივი პრობლემებით გახლდათ გამოწვეული და ამიტომაც არ ემორჩილებოდა ფსიქოსომატურ მკურნალობას. ამ განკურნებათა შორის ყველაზე თვალშიმოსახვედრი იყო შემთხვევა, რომელიც აღწერილია იოანეს სახარების 9-ე თავში. ეს ამბავი შეეხებოდა დაბადებიდან უსინათლო კაცს. ამ ადამიანს არ შეეძლო პასუხი გაეცა შემკითხველთა სპეკულანტური, ორაზროვანი კითხვებისათვის, ამიტომაც მისთვის საკმარისი გახლდათ მისი გამოცდილება, ის დარწმუნებული იყო ერთ რამეში. “არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ!” განაცხადა მან. ის გაოცებული იყო იმით, რომ მისი მეგობრები არ აღიარებდნენ მის მკურნალს ღვთის ძედ. “საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს,” თქვა მან (იოან. 9:25, 32). მისთვის ეს მტკიცებულება აშკარა გახლდათ.

მეოთხე რიგში, იესოს ყველაზე უმთავრესი მოწმობა თავისი ღვთაებრიობის მტკიცებულებაზე, იყო მისი მკვდრეთით აღდგომა. თავისი ცხოვრების განმავლობაში მან ხუთჯერ იწინასწარმეტყველა, რომ უნდა მომკვდარიყო. მან აგრეთვე იწინასწარმეტყველა ისიც თუ როგორ მოკვდებოდა და რომ სამი დღის შემდეგ ის აღდგებოდა მკვდრეთით და გამოეცხადებოდა თავის მოწაფეებს.

ეს ნამდვილად უდიდესი გამოცდა გახლდათ. ეს ისეთი მტკიცებულება იყო, რომლის შემოწმებაც ძალზე ადვილია. ეს ან მოხდება ან არა.

ქრისტიანული რწმენის მეგობრებიც და მტრებიც აღიარებენ, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა არის სწორედ რწმენის ქვაკუთხედი. დიდმა მოციქულმა პავლემ დაწერა, “ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც” (1კორინთელთა 15:14). პავლე ამ მოსაზრებას მთლიანად ქრისტეს სხეულებრივ აღდგომაზე აფუძნებდა. ის ან აღდგა ან არ აღმდგარა მკვდრეთით. და თუ ის აღდგა, ეს არის ყველაზე სენსაციური მოვლენა მთელი ისტორიის მანძილზე.

არის თუ არა იესო ძე ღვთისა…

თუ ქრისტე აღდგა, ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ღმერთი არსებობს, ვიცით თუ როგორია ის, და ვიცით ისიც თუ როგორ შეგვიძლია ვიცნობდეთ მას პირადად. სამყარო აზრიანია და მიზნობრივი, ამიტომაც შესაძლებელია განიცადო ცოცხალი ღმერთი თანამედროვე ცხოვრებაში.

“ენას ძვალი არა აქვს. ყველას შეუძლია რაღაც ამტკიცოს. მაგრამ როდესაც საქმე იესო ნაზარეველს ეხება… მას გააჩნდა უფლებამოსილება, რომ საფუძვლიანი გაეხადა თავისი მტკიცებულებები.”

მეორეს მხრივ, თუ ქრისტე არ აღმდგარა მკვდრეთით, ქრისტიანობა მხოლოდ საინტერესო მუზეუმია და მეტი არაფერი. მას არ გააჩნია ობიექტური საფუძვლიანობა ანდა რეალურობა. ამის გარეშე ის ლამაზი და სასურველი აზროვნების წესია, რომანტიზმით შემოსილი, რომელიც ორთქლივით განქარდება. მარტვილები და მოწამეები, რომლებიც გალობით ეგებებოდნენ ლომებს და თანამედროვე მისიონერები, რომლებიც თავის სიცოცხლეს დებდნენ ეკვადორში და კონგოში იმისათვის, რათა ეს უწყება სხვებისათვის გადაეცათ, მხოლოდ სულელებად ჩანან ჩვენს თვალში.

მტრებისაგან განხორციელებული შეტევა ქრისტიანობაზე უფრო მეტად კონცენტრირებული იყო სწორედ აღდგომაზე, ვინაიდან აშკარად ჩანდა, რომ ეს მოვლენა იყო უმთავრესი პრობლემა ამ საქმისა. ერთ-ერთი ცნობილი შეტევა ამოტივტივდა ადრეულ 30-იანებში ახალგაზრდა ბრიტანელი კანონმცოდნისაგან. ის დარწმუნებული გახლდათ, რომ აღდგომა მხოლოდ მითი და ფანტაზია იყო. ვარაუდობდა რა, რომ ეს მოვლენა იყო ქრისტიანული რწმენის საფუძველი, მან გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ ფარდა აეხადა ამ სიცრუისა და ცრურწმენისათვის. როგორც ადვოკატი, გრძნობდა, რომ მას აქვს კრიტიკული უნარი იმისათვის, რათა დეტალურად განიხილოს მოვლენა და არაფერი არ დაუშვას, როგორც საფუძველი, (მტკიცებულება) რომელიც არ ეთანხმება (არ ეთანადება) დაშვების ურყევ კრიტერიუმს დღევანდელ სასამართლოში.

მანამდე სანამ, ფრენკ მორისონი აწარმოებდა თავის კვლევას, საინტერესო რამ მოხდა. მოცემული შემთხვევა არ აღმოჩნდა ისეთი ადვილი, როგორც ის ვარაუდობდა. და შედეგად, მისი წიგნის პირველი თავი, რომელსაც მანამდე ეწოდებოდა, ვინ გადააგორა ქვა? დასათაურებულ იქნა შემდეგნაირად, “წიგნი, რომელიც უკუგდებულ იქნა დასაწერად.” სადაც მან აღწერა თუ როგორ იქცა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, ამ მოვლენის კვლევის პერიოდში, ქრისტეს სხეულებრივი აღდგენის ფაქტის დამადასტურებლად.

იესოს სიკვდილი

იესოს სიკვდილი გახლდათ სახალხო დასჯა ჯვარზე. მთავრობამ ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს ღვთისგმობისათვის მოხდა. იესომ კი თქვა, რომ ეს ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად იყო. სასტიკი წამების შემდეგ, იესოს მტევნები და ფეხები ჯვარზე მიალურსმნეს, სადაც ის ეკიდა და კვდებოდა ნელა, ანუ ნელ-ნელა იგუდებოდა. მას შუბით უგმირეს ფერდი, იმისათვის რათა დადასტურებულიყო მისი სიკვდილი.

შემდეგ იესოს სხეული შეახვიეს ტილოში და დაფარეს დაახლოებით 100 ლიტრამდე სმირნისა და ალოეს ნაზავით. მისი ცხედარი მოთავსებულ იქნა კლდეში გამოკვეთილ სამარხში და სამარხის კარს მიაფარეს დაახლოებით 1 1/2- 2 ტონიანი დიდი ქვა იმისათვის, რომ ის დაცული ყოფილიყო. რადგანაც იესომ საჯაროდ თქვა, რომ ის მკვდრეთით აღდგებოდა მესამე დღეს, გაწვრთნილი რომაელი ჯარისკაცების მცირე რაზმი დააყენეს სამარხის დასაცავად. სამარხის კარი დაბეჭდეს ოფიციალური ბეჭდით, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამარხი მთავრობას ეკუთვნოდა.

მიუხედავად ყოველივე ამისა, სამი დღის შემდეგ ცხედარი იქ აღარ იყო. მხოლოდ ცხედრის ფორმამიღებული სამოსიღა იყო დარჩენილი. დიდი ქვა, რომელიც შესასვლელს კეტავდა გადაგორებული იყო და სამარხი ღია.

იყო თუ არა იესოს აღდგომა მხოლოდ მოთხრობა?

who is Jesus ?უადრესი ახსნა, რომელიც გავრცელდა გახლდათ ის, რომ მისი ცხედარი მოწაფეებმა მოიპარეს! მათეს სახარების 28:11-15 მუხლებში, დაწერილია იმ რეაქციაზე, რომელიც ჰქონდათ მღვდელმთავრებსა და უხუცესებს, როდესაც მცველები მივიდნენ მათთან და მოახსენეს მომხდარის შესახებ. მათ ფული მისცეს მცველებს და უთხრეს ეთქვათ, რომ მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს ცხედარი იმ დროს, როცა მათ ეძინათ. ეს მოთხრობა იმდენად ყალბი იყო, რომ მათე არც კი ცდილა მის უარყოფას! რომელი მოსამართლე მოგისმენს თუ იტყვი, რომ მანამ სანამ შენ გეძინა, შენი მეზობელი შემოვიდა შენს სახლში და მოიპარა შენი ტელევიზორი და შენ ამაში დარწმუნებული ხარ? ვინ იცის რა ხდება იმ დროს, როდესაც მას სძინავს? მსგავსი მოწმობა ყველანაირ სასამართლოში მხოლოდ სიცილს გამოიწვევდა.

უფრო მეტიც, ეს ყოველივე ფსიქოლოგიურადაც და ეთიკურადაც შეუძლებელია. ქრისტეს ცხედრის მოპარვა ისეთი ქმედებაა, რაც სრულიად უცხოა მისი მოწაფეების ბუნებისა და ყველასათვის ვისაც კი ჩვენ იქ ვხედავთ. ეს იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ისინი აღმოჩნდებოდნენ დამნაშავენი წინასწარმოფიქრებულ სიცრუეში, რაც გახდა მიზეზი ათასობით ადამიანის შეცდომაში შეყვანისა და საბოლოოდ მათი სიკვდილისა. დაუჯერებელი და წარმოუდგენელია ისიც, რომ თუნდაც რამოდენიმე მოწაფემ იდუმალად ჩაიფიქრა და განახორციელა მსგავსი გატაცება, და რომ მათ არასოდეს არაფერი არ უთხრეს სხვებს ამის შესახებ.

თითოეული მისი მოწაფეთაგანი აღმოჩნდა წამებისა და მოწამეობის არჩევანის წინაშე თავიანთი მტკიცებულებებისა და რწმენისათვის. ადამიანები ირჩევენ სიკვდილს იმისათვის, რაც მათ სწამთ, რომ ჭეშმარიტებაა; მაგრამ ისინი არ აირჩევენ სიკვდილს იმისათვის, რაც იციან რომ სიცრუეა. თუ კი ოდესმე კაცი სიმართლეს ლაპარაკობს, ეს სწორედ მის სასიკვდილო სარეცელზე ხდება. და თუ მოწაფეებმა მოიტაცეს მისი ცხედარი, და ქრისტე მკვდარი იყო, ჩვენ ვერ ავხსნიდით მის სავარაუდო გამოჩინებებს.

მეორე ჰიპოთეზა შემდეგია: ებრაელმა და რომაელმა ხელისუფლებმა გადამალეს ცხედარი! კი მაგრამ რატომ? აბა რაღატომ დააყენეს მცველები, თუ ცხედრის გადამალვა უნდოდათ რაიმე მიზეზის გამო? კიდევ, როგორ შეიძლება ავხსნათ ხელისუფალთა დუმილი მაშინ, როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ აღდგომის შესახებ იერუსალიმში? სასულიერო წინამძღვრები განრისხებულები იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ შეეჩერებინათ იესოს მკვდრეთით აღდგომის უწყება. მათ დააპატიმრეს პეტრე და იოანე, სცემეს მათ და აუკრძალეს ქადაგება, იმის გამო რომ გაეჩერებინათ ისინი.

თუმცა არსებობდა მათი პრობლემის ძალზე მარტივი გადაწყვეტა. თუ მათ ექნებოდათ ქრისტეს ცხედარი, მათ შეეძლოთ დემონსტრაციულად ჩამოეტარებინათ ის იერუსალიმის ქუჩებში და ერთი დაკვრით აკვანშივე მოეხრჩოთ ახლად ფეხადგმული ქრისტიანობა. და რადგანაც მათ ეს არ გააკეთეს, ეს მჭერმეტყვლურად ლაპარაკობს იმაზე, რომ მათ არ ჰქონდათ ქრისტეს სხეული.

კიდევ ერთი პოპულარული თეორია შემდეგია: ქალებს, რომლებიც მწუხარებისაგან გონებაარეულები იყვნენ, დილის ბინდბუნდში შეეშალათ გზა და სხვა საფლავს მიადგნენ. სევდით გათანგულებმა წარმოიდგინეს, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა, რადგანაც საფლავი ცარიელი დახვდათ. თუმცა ეს თეორიაც ეცემა იმავე ფაქტთან შეჯახებისას, რომელიც ანგრევს წინა თეორიას. თუ ქალები სხვა საფლავს მიადგნენ, მაშ რატომ არ წავიდნენ მღვდელმთავრები და რწმენის სხვა მტრები ქრისტეს საფლავთან და არ გამოიტანეს ყველას დასანახად მისი სხეული? უფრო მეტიც წარმოუდგენელია, რომ პეტრემაც და იოანემაც იგივე შეცდომა დაუშვეს, და ცხადია იოსებ არიმათიელმაც, რომელიც ამ საფლავის მესაკუთრე გახლდათ, ვერ გადაწყვიტა ეს პრობლემა. დამატებით უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ეს იყო კერძო დასაკრძალი ადგილი, და არა სახალხო სასაფლაო. ანუ, ახლომახლო არ ყოფილა სხვა საფლავი, რომელიც გახდებოდა მიზეზი ამ შეცდომისა.

ცარიელი საფლავის ახსნისათვის წარმოდგენილი გახლდათ აგრეთვე გულწასულობის (ძილქუშის) თეორიაც. ამ მოსაზრების მიხედვით, ქრისტე ფაქტობრივად არ მომკვდარა. ის შეცდომით იქნა გამოცხადებული გარდაცვლილად, სინამდვილეში ის გაითიშა გამოფიტვის, გადაღლილობის, ტკივილისა და სისხლის დაკარგვის შედეგად. და როდესაც ის იწვა საფლავის სიგრილეში გონზე მოვიდა. გამოვიდა საფლავიდან და გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომლებმაც შეცდომით იფიქრეს, რომ ის მკვდრეთით აღდგა.

ადამიანები ირჩევენ სიკვდილს იმისათვის, რაც მათ სწამთ, რომ ჭეშმარიტებაა; მაგრამ ისინი არ აირჩევენ სიკვდილს იმისათვის, რაც იციან რომ სიცრუეა.

ეს თანამედროვე კონსტრუქციის თეორიაა. ის პირველად მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. მრავალმნიშვნელოვანია, რომ ამის მსგავსი მინიშნებაც კი არ მოსულა ჩვენამდე ძველი დროიდან, არადა ქრისტიანობაზე მრავალი და მრავალი მძვინვარე შეტევა განხორციელდა. ყველა ადრეული ჩანაწერი ხაზგასმულად მკაფიო გახლდათ ქრისტეს სიკვდილთან დაკავშირებით.

თუმცა მოდით ერთი წუთით დავუშვათ, რომ ქრისტე მართლაც ცოცხლად იქნა დამარხული და ის გონებადაკარგული იყო. დასაჯერებელია, რომ ის ცოცხალი დარჩა ცივ და სველ საფლავში სამი დღის განმავლობაში საჭმლის, წყლისა და ყოველგვარი ყურადღების გარეშე? ჰქონდა მას იმისი ძალა, რომ მოეშორებინა სუდარის ტილოები, გადაეწია მძიმე ქვა საფლავის კარიდან, დაეძლია რომაელი ჯარისკაცების წინააღმდეგობა და ფეხით ეარა კილომეტრები წამახულ ქვებზე? ამისი წარმოდგენა კიდევ უფრო ფანტასტიკურია ვიდრე თავად აღდგომის ფაქტის დაჯერება.

თვით გერმანელმა კრიტიკოსმა დევიდ შტრაუსმა, რომელსაც საერთოდ არ სწამს აღდგომა, უარყო ეს იდეა, როგორც დაუჯერებელი. მან თქვა:

შეუძლებელია რომ ვინმემ, რომელიც ახლახან გამოვიდა საფლავიდან ნახევრად მკვდარი, რომელიც მისუსტებული და ავადმყოფი იყო, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ესაჭიროებოდა ჭრილობების შეხვევა, გაძლიერება და მოვლა და რომელიც ბოლოს და ბოლოს ტანჯვის მსხვერპლი იყო, შესძლოს ოდესმე თავის მოწაფეებს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ის არის სიკვდილისა და საფლავის დამთრგუნველი; რომ ის არის უფალი სიცოცხლისა.

და ბოლოს, თუ ეს თეორია სწორია, ქრისტე თავად ყოფილა ჩართული ამ თავზარდამცემ სიცრუეში. მის მოწაფეებს სწამდათ და ქადაგებდნენ რომ ის მკვდარი იყო, მაგრამ გაცოცხლდა. იესოს არაფერი გაუკეთებია ამ რწმენის გასაფანტავად, პირიქით ის ხელს უწყობდა მის გაძლიერებას.

ერთადერთი თეორია, რომელიც შესაბამისად ხსნის ცარიელი საფლავის საიდუმლოს, მხოლოდ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის თეორიაა.

რას ნიშნავს თქვენთვის იესო ქრისტეს სიცოცხლე

თუ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა, ეს ამტკიცებს იმას, რომ ის ღმერთია, რომ ის ცოცხალია დღესაც. მას სურს რომ იყოს უფრო მეტი ვიდრე თაყვანისცემის პირი. მას სურს, რომ იყოს თქვენი ნაცნობი და რომ შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. იესომ თქვა: “აი ვდგავარ კართან [თქვენს გულთან] და ვრეკ; თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან” (გამოცხ. 3:20).

აწ გარდაცვლილმა კარლ გუსტავ იუნგმა თქვა: “ჩვენი დროის მთავარი ტკივილი სიცარიელეა.” ყველა ჩვენგანის ღრმა მისწრაფებაა, რომ ჩვენს ცხოვრებას ჰქონდეს აზრი და სიღრმე. იესო გვთავაზობს ჩვენ აზრიან, უხვ სიცოცხლეს, რომელიც მასთან ურთიერთობის შემდეგ მოდის. იესომ თქვა: “მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ” (იოან. 10:10).

რადგანაც იესო მოკვდა ჯვარზე, და თავის თავზე აიღო მთელი კაცობრიობის ცოდვები, ახლა ის გვთავაზობს პატიებას, შერიგებას და გულწრფელ ურთიერთობას მასთან.

წყარო: http://kovelistudenti.com/

ჩატვირთვა...