კლაივ ლუისი – რწმენა თუ საქმე?!

120

ქრისტიანები ხშირად კამათობენ იმაზე, თუ რას მიჰყავს ადამიანი სასუფეველში − კეთილ საქმეებს თუ ქრისტესადმი რწმენას. არ ვიცი, მაქვს თუ არა ასეთი საკითხის განსჯის უფლება, მაგრამ ეს იგივეა, რომ ვიკითხოთ, მაკრატლის რომელი პირი უფრო მნიშვნელოვანია. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თუ მიხვდებით, რომ მთელი თქვენი ძალისხმევა ამაოა, მაშინ მხოლოდ ქრისტეს რწმენას ძალუძს სასოწარკვეთისგან თქვენი ხსნა. ეს რწმენა კი აუცილებლად მიგიყვანთ კეთილ საქმეებთან.

არსებობს იმ ჭეშმარიტებათა ორი პაროდია, რომელთაც აღიარებს ქრისტიანთა გარკვეული ნაწილი და, რომელნიც იგმობა რეალური, ქრისტიანული სწავლებით. ამ პაროდიებზე თუ დავფიქრდებით, შესაძლოა, უფრო ცხადი გახდეს ჭეშმარიტება.

ერთ-ერთი აზრი, რომელიც იგმობა ჭეშმარიტი, ქრისტიანული სწავლებით, ასეთია:

„მნიშვნელოვანია მხოლოდ კეთილი საქმეები, მათგან ყველაზე საუკეთესო, რის გაკეთებაც შეგვიძლია ქველმოქმედებაა, ხოლო ქველმოქმედების საუკეთესო ფორმა კი ფულადი შემოწირულობაა. სად უნდა ჩადოს ადამიანმა თავისი ფინანსები, თუ არა ეკლესიაში? ამგვარად, გაიღეთ ეკლესიისთვის 10 000 გირვანქა სტერლინგი და ის იზრუნებს თქვენი სულისათვის“.

უნდა გვახსოვდეს, რომ ზეცის „მოსყიდვის“ მიზნით ჩადენილი კეთილი საქმეები სულაც არ გახლავთ სიკეთე. ეს უბრალოდ სავაჭრო ხელშეკრულებაა.

მეორე მცდარი აზრი მოგვიწოდებს:

„მნიშვნელოვანია მხოლოდ რწმენა. აქედან გამომდინარე თუ რწმენა გაქვთ, თქვენს საქციელს დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. შესცოდეთ, რამდენიც გნებავთ, გაერთეთ, დატკბით ცხოვრებით, ქრისტე კი იზრუნებს იმაზე, რომ თქვენ საუკუნო ცხოვრება გქონდეთ“.

ამ ბოდვას კი ამგვარი პასუხი უნდა გავცეთ:

ის, რასაც თქვენ რწმენას უწოდებთ, თუ არ გიბიძგებთ ყურადღება მიაქციოთ მის რჩევებს, მაშინ მას რწმენას ვერ ვუწოდებთ. თქვენ მხოლოდ გარკვეული ცოდნა გაგაჩნიათ ღმერთის შესახებ. რწმენა არის ის, რასაც აუცილებლად მიჰყავხართ კეთილ საქმეებთან.

კლაივ ლუისი

ჩატვირთვა...