ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტი

658

ონტოლოგიური არგუმენტი ეკუთვნის კენტერბერიის არქიეპისკოპოსს ანსელმს (1033-1109).

არგუმენტი შემდეგია: ღმერთი არის უზენაესი ყოვლადსრულყოფილი არსება. მისი აბსოლუტური სრულყოფილება უკვე გულისხმობს მის არსებობას. ამ დებულების უარყოფა შეუძლებელია, რადგან ასეთი მცდელობა შეიცავს შინაგან წინააღმდეგობას. ღმერთი თუ არ არსებობს, მაშინ იგი არ არის სრულყოფილი. ამრიგად, ღმერთის, როგორც სრულყოფილი არსების, ცნებიდან, აუცილებლობით გამომდინარეობს მისი არსებობა.

ანსელმი თავისი არგუმენტის აგებას იწყებს მე-13 ფსალმუნის ცნობილი სტრიქონის ანალიზით: „თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი“. რატომაა უგუნური დებულება − ღმერთი არ არსებობს და რით ეწინააღმდეგება გონების ლოგიკას? სწორად ესმის, თუ არა „უგუნურს“ ღმერთის ცნება, მისი იდეა? როგორც ანსელმი განმარტავს, ღმერთის იდეა იმაშია, რომ ღმერთი არის ყოვლადძლიერი, ყოვლისმცოდნე, დაუსაბამო, უზენაესი და ყოვლადსრულყოფილი არსება. ჩვენ განვმარტეთ ღმერთის ცნება, თუმცა ჯერ კიდევ არ გვაქვს ამ ცნების შესატყვისი რეალობის დასაბუთება. რაიმე შეიძლება არსებობდეს აზრში, იდეაში და შეიძლება არსებობდეს რეალობაში, მაგრამ აზრში არსებული ნაკლებად სრულყოფილია, ვიდრე რეალობაში არსებული. შესაბამისად ღმერთი რომ მხოლოდ აზრში არსებულიყო, იქნებოდა ნაკლოვანი არსება, ხოლო არსებული კი მასზე მაღალი რანგის არსებად უნდა წარმოგვედგინა. ღმერთის იდეა გულისხმობს იმას, რომ ის ერთდროულად უნდა იყოს აზრშიც და რეალურად არსებულიც.

გაულინოს, რომელიც ანსელმის თანამედროვე იყო, კონტრარგუმენტის არსი შემდეგია: ცნებაში არ შედის არსებობა. ჩვენ შეიძლება მოვიაზროთ კუნძული, სადაც ისე ცხოვრობენ ადამიანები, როგორც სამოთხეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ნამდვილად არსებობს. გუალინოს კონტრარგუმენტს კანტი უმატებს: მე შეიძლება გონებაში მქონდეს ასი ტალერი და არც ერთი ტალერი არ მქონდეს ჯიბეში.

ანსელმმა მისი დებულების საწინააღმდეგო კონტრარგუმენტებს შემდეგნაირად უპასუხა: ოპონენტები ვერ ითვალისწინებენ პრინციპული მნიშვნელობის მქონე განსხვავებას, რომელიც არსებობს ერთეული საგნის ცნებასა და აბსოლუტის ცნებას შორის. აბსოლუტის ცნების მოაზრება არსებობის პრედიკატის გარეშე, შეუძლებელია. ხოლო სხვა ყველაფრისა კი შესაძლებელი. მაგალითად, კუნძული ან ასი ტალერი რეალურადაც რომ არსებულიყვნენ, მაინც შემთხვევითი არსებულნი იქნებოდნენ, და არა მარადიულნი და აუცილებელნი. ისინი შეიძლება არც არსებულიყვნენ, ან დროებითი არსებობის შემდეგ აღარ ეარსებათ.

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan