ხელდასხმა (მისი მნიშვნელობის ანალიზი)

181

ხელდასხმის საკითხი მნიშვნელოვან ანალიზს მოითხოვს. იგი ყოველთვის ასოცირდებოდა კურთხევასთან, მაგრამ არასწორი მიდგომით, მას შეიძლება ცუდი შედეგიც კი მოჰყვეს.

როდესაც ვსაუბრობთ ხელდასხმაზე, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ თუ ვინაა, ვინც სხვებს ასხამს ხელებს. ბევრი ფიქრობს, რომ რაკი ვინმე პოპულარული მქადაგებელია, გამოდის ტელე თუ რადიო გადაცემებში – ის შესაბამისი პიროვნებაა სხვებისთვის ხელდასახმელად, რაც არამც-და არამც არ წარმოადგენს სიმართლეს.

ღმერთმა ბიბლიაში მოგვცა გარკვეული მითითებები, რათა ეს მსახურება არა წყევლა, არამედ კურთხევა იყოს ჩვენთვის. მოციქული პავლე სწერს მის სულიერ შვილ – ტიმოთეს „არავის დაასხა ხელი აჩქარებით და არ გახდე სხვათა ცოდვების მოზიარე. წმიდად შეინახე თავი.“ (1ტიმ.5:22). ძალიან მნიშვნელოვანია კარგად შევისწავლოდ და გავაცნობიეროდ ამის მნიშვნელობა, რათა თავიდან ავირიდოთ მომავალი სირთულეები.

ბიბლიაში ხელები გამოხატავენ სულიერ ძალას. განსაკუთრებით საუბარია მარჯვენა ხელზე, როგორც პიროვნული ღირსების, ძალაუფლებისა და პატივისა.

 ა. ღმერთის მარჯვენა (გამ.15:6, ფს.19:6, ეს. 62.8)

 ბ. ადამიანის მარჯვენა (გამ.14:21)

არსებობს სამი სასარგებლო რჩევა ხელდასხმასთან დაკავშირებით:

1. ეს მსახურება არასდროს უნდა გაკეთდეს უყურადღებოდ, არამედ მხოლოდ ღვთის სიტყვის მორჩილებაში და სულიწმიდის მმართველობით.

2. მორწმუნე, რომელიც ასხამს ხელებს უნდა აცნობიერებდეს ქრისტეს სისხლის სარგებელს მისი სულის დასაცავად.

3. ხელდამსხმელი ფლობდეს საკმაო სულიწმიდის ძალას, რათა იბატონოს ნებისმიერ ბოროტ სულზე, რომელიც შეეცდება შეეწინააღმდეგოს ამ მომენტში.

რას ნიშნავს ბიბლიურად ხელდასხმა

1. ხალხის ცოდვების გადაცემა

ლევ. 4:15 „და დაასხან თემის უხუცესებმა ხელები მოზვრის თავს უფლის წინაშე, და დაკლან მოზვერი უფლის წინაშე“. ამ რიტუალით ვხედავთ დამნაშავე ხელდამსხმელის მსჯავრის გადასვლას ხელდასხმულ უდანაშაულო არსებაზე.

 

2. კურთხევის გადაცემა

დაბ.48:14 „და გაიწოდა ისრაელმა თავისი მარჯვენა, და დაადო ეფრემს თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა – მენაშეს თავზე. განზრახ დაასხა მან ხელები ასე, თუმცა პირმშო მენაშე იყო.“ იაკობს, რომელიც თვითონაც თავის დროზე მიმღები იყო ამ კურთხევის კარგად მოეხსენებოდა იმ ძალაუფლების შესახებ, რომელიც ჩადებული იყო ღმერთის მიერ ამ მოქმედებაში. ამ ისტორიაში ვხედავთ, როგორ სთხოვს იოსები ხელი დაასხას ეფრემსა და მენაშეს განსაკუთრების საკურთხებლადო.

3. ძალაუფლების გადასაცემად

რიცხ.27:18 „და უთხრა უფალმა მოსეს: “მოიყვანე იესო, ძე ნავესი, კაცი, რომელშიც არის სული, და დაადე ხელი“ ღმერთმა უბრძანა მოსეს ხელი და ეს იესო ნავეს ძეზე მისთვის ავტორიტეტის გადასაცემად.

4. სიბრძნისა და გონიერების გადასაცემად

2 რჯულის 34:9-ში ვკითხულობთ:  და იესო, ნავეს ძე, აღივსო სიბრძნის სულით, რადგან დაასხა მოსემ ხელები მას. და ემორჩილებოდნენ მას ისრაელის ძენი და ისე იქცეოდნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს..”

5. მსახურების დასაყენელად

საქ.6:2-6 მუხლებში ვკითხულობთ, როგორ გამოყვეს შვიდი მსახური, რათა მათ ეზრუნათ გარკვეულ მსახურებაზე, რომელთა დაყენება მოხდა მოციქულთა წინაშე და მათი ხელდასხმა მოციქულთა მიერ.

მაშინ თორმეტმა მოიწვია მოწაფეთა სიმრავლე და უთხრა მათ: “არ შეგვშვენის ღვთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. ამოირჩიეთ ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი, ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი ვიყოთ ლოცვასა და სიტყვის მსახურებაში.” მთელ სიმრავლეს მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორი, ნიკანორი, ტიმონი, პარმენასი და გაიუდევებული ანტიოქიელი ნიკოლოზი. წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ

6. მოციქულთა გასაგზავნად, ღმერთის მოწოდების შესასრულებლად

საქ.13:2-3 „როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: “გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.” მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.

7. ბავშვების საკურთხებლად

მარკ.10:13-16 „და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს. დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: “გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.” მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.

8. სულიწმიდით ნათლობის მიღება

საქ. 8:17 მაშინ დაასხეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა.

საქ.9:17 წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: “ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე, სადაც მიდიოდი, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.”

საქ. 19:1-6 “კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარეები, ჩავიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: “თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?” მათ მიუგეს: “არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა.” უთხრა: “რიღათი მოინათლეთ?” მათ თქვეს: “იოანეს ნათლისცემით.”  თქვა პავლემ: “იოანე ნათლავდა მონანიების ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე.” მათაც გაიგეს და მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და აწინასწარმეტყველდნენ.“

9. სულიერი ნიჭების გადაცემა

1ტიმ.4:14 ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასხმით.

2ტიმ.1:6 “ ამ მიზეზით შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში.

10. განკურნება

მარკ.16:18 „ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი.”

მათ. 8:3 და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: “განიწმიდე!” და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან.

ლუკ. 4:40 „მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სნეულებებით დაავადებულნი, მასთან მიიყვანა, და მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.“

საქ.28:8 „პოპლიოსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განიკურნა იგი.“

მათ.8:15 „შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ.“

საქ. 14:3 „თუმცა ისინი საკმაო ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად მათი ხელით იძლეოდა ნიშნებსა და ახდენდა სასწაულებს.“

11. ქრისტიანების ცხოვრეისა და მსახურების ნაწილი და ნიშანი

მარკ.16:18 „ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, ხელში გველებს აიყვანენ და, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი.”

ყველაფერი რაც ზემოთ წავიკითხეთ გვასწავლის, რომ ხელდასხმა ღმერთის მიერ აღიარებული და მიღებული მსახურებაა და რომ მას კურთხევა მოაქვს. ხელდასხმის მსახურება ღმერთმა მოგვცა, რათა ვიმოქმედოთ ზებუნებრივი ძალებით და როცა ამ მეთოდს მივმართავთ უნდა მოველოდოთ ნიშნებსა და სასწაულებს ჩვენს მსახურებაში. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ბიბლიური სწავლების შესაბამისად და სულიწმიდის მმართველობის ქვეშ.

წყარო: http://www.undecimahora.org

(თარგმანი: ალიკა ბერიკაშვილი)

ჩატვირთვა...